კელი დეგნანი: 13 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება რომ ჰქონოდათ
კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
კელი დეგნანი ადგილზე გაეცნო იმ პრობლემებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა უკანონოდ აღმართული მავთულხლართების და ბორდერიზაციის გამო აწყდება.
“ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება… როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა,“ – აღნიშნა დეგნანმა.
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- თბილისი კარანტინში: მანქანები მოძრაობენ, მაგრამ ქალაქი მაინც ცარიელია
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
დეგნანმა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზეც ისაუბრა:
„პირველად მომეცა შესაძლებლობა, მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები.”