ორხან შამბა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი შამბას ვაჟი, მოსკოვში დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის დიდი ოდენობით თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორხან შამბა 5 ოქტომბრის საღამოსთვის გაათავისუფლეს.
აფხაზეთის ოპოზიციური Telegram არხი “რესპუბლიკა“ მოპარული თანხების ოდენობასაც ასახელებს: 147 მილიონი რუბლი (დაახლოებით 1,8 მილიონი დოლარი).
კიდევ ერთი ოპოზიციური მედიასაშუალება, “ნუჟნაია გაზეტა“, იუწყება, რომ ორხან შამბას დაკავების დროს მანქანაში 147 მილიონი რუბლი იპოვეს.
თუმცა, არცერთ რუსულ მედიასაშუალებას ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
2024 წლის აგვისტოდან ორხან შამბა რუსეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იყო და დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს.
დაკავებულის მამა, სერგეი შამბა, აფხაზური პოლიტიკის ვეტერანი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფართო კავშირები აქვს კრემლში. სერგეი შამბა ამჟამად აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობს.