"საქმეში ერთად ვართ, გქონდეთ ჩემი იმედი" – პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა რომ ახალგაზრდებმა “დიდი საქმე” შეძლეს. შეხვედრაზე ასევე იყვნენ ხელისუფლების მიგზავნილი ე.წ. ტიტუშკები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ჩაშლა სცადეს.
კიდევ რა თქვა პრეზიდენტმა:
“საქმეში ერთად ვართ, გქონდეთ ჩემი იმედი”
“ეს საქმე რაც გასაკეთებელია, ეს არჩევნები მოსამზადებელია ერთად. ჩვენ შორის განსხვავება არაფერია, თუ არა ნახევარი საუკუნე, მაგრამ არ ითვლება. განსხვავება არ არის ქვეყნის სიყვარულში, განსხვავება არ არის, როდესაც საუბარია სამშობლოს გადარჩენაზე და განსხვავება არ არის, როდესაც საუბარია სამშობლოს მშენებლობაზე.
ამ ყველაფერში ერთად ვართ. მე შეიძლება ფიზიკურად არ ვიდგე იქ, სადაც თქვენ დგახართ და ღმერთმა ქნას, რომ არ დამჭირდეს მე იქ გამოსვლა.
მაგრამ ხომ იცით, რომ საქმეში ერთად ვართ. არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ და ამ ყველაფრის ორგანიზებაში ერთად ვიქნებით. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი.”
“გვაქვს შანსი არჩევნების გზით 2025 წელს გაგვიხსნან მოლაპარაკებები”
“თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით.
შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ რა საქმე, ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ რუსული კანონი და დღეს რაღა ვქნათო. თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ.
ეს ერთი კანონი, რომელიც უკვე მიღებული არის, და ბევრი სხვა კანონი, რომლებიც არანაკლებ რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით, ერთი პარლამენტის სხდომით. ეს უკვე წერია ქართულ ქარტიაში, ეს უკვე გადაწყვეტილია, უკვე ხელმოწერილია პრაქტიკულად ყველა იმ პარტიისგან, ვისაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული. მათი პროევროპულობა დასტურდება, ჩვენ არავის ისე არ ვენდობით, როცა ამ კანონებს გააუქმებენ – ეს იქნება თქვენი გამარჯვება.
ცხადია ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე – არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში.”
“დიდი საქმე შეძელით, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ”
“თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით.
შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ რა საქმე, ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ რუსული კანონი და დღეს რაღა ვქნათო. თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ.
ეს ერთი კანონი, რომელიც უკვე მიღებული არის, და ბევრი სხვა კანონი, რომლებიც არანაკლებ რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით, ერთი პარლამენტის სხდომით. ეს უკვე წერია ქართულ ქარტიაში, ეს უკვე გადაწყვეტილია, უკვე ხელმოწერილია პრაქტიკულად ყველა იმ პარტიისგან, ვისაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული. მათი პროევროპულობა დასტურდება, ჩვენ არავის ისე არ ვენდობით, როცა ამ კანონებს გააუქმებენ – ეს იქნება თქვენი გამარჯვება.
ცხადია ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე – არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში. “