სტატუსმეტრი: ევროკავშირის 9 პირობიდან 7 შესასრულებელია, 2-ში კი უმნიშვნელო პროგრესია
ევროკავშირის 9 პირობა
ბოლო 5 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესასრულებლად, კერძოდ, 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია, 2 პუნქტში კი უმნიშვნელო პროგრესია – ამის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც თორმეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა.
სტატუსმეტრი – აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად მოცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
2023 წლის 5 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაეხსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.
26 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებებია წარმოდგენილი.
ჩამოთვლილი აქტივობები 2023-2024 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს. გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა.
ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
ორგანიზაციების შეფასებით:
● უმნიშვნელო პროგრესია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით.
შესასრულებელია შემდეგი პირობები:
● დეზინფორმაციასთან ბრძოლა
● პოლარიზაციის დაძლევა
● თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
● საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა
● მართლმსაჯულების რეფორმა
● დეოლიგარქიზაცია
● ადამიანის უფლებები
“სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.
ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.” – აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
● “2024 წელს კონკრეტული შედეგებია საჭირო” – ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის განცხადება
● ჰერჩინსკი: 9 ნაბიჯის შესრულება გადამწყვეტია EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად
● არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციას აფერხებს
9 ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:
- დეზინფორმაციასთან ბრძოლა:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება
- რონდელის ფონდი (GFSIS)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- მართლმსაჯულების რეფორმა
- სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- კორუფციასთან ბრძოლა
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)
- დეოლიგარქიზაცია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- ადამიანის უფლებები
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- რონდელის ფონდი (GFSIS),
- საფარი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)