კორონავირუსი არქივი- 28.03.2020 85-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში ჯემნიუსი თბილისი გაზიარება გაზიარება ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 მარტის დილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239. მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. მათ შორის ორი ხანდაზმულია. ინფიცირებულთა შორის არის ერთი ორსული ქალი და 10 ბავშვი. მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 2 წლისაა. ყველა ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ექიმები ამბობენ, რომ ორსული ქალის შემთხვევაშიც მძიმე გართულებები არ უნდა იყოს. კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 4 შემთხვევიდან 2 საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება. ორივე ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერესა და ბათუმში მკურნალობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ასევე საკარანტინო სივრცეებიც. რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არამარნეული და ბოლნისი დაიკეტამარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის საქმე ტერორიზმზე ხუთ ქვეყანაში: რას ედავებიან საქმის ფიგურანტებს?
აუდიტის სამსახური იკვლევს, მიიღო თუ არა პოლიტიკური სწავლების სკოლამ გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე
ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში: NCDC-ის ნოროვირუსის ვერსია და სპეციალისტების კითხვები
"კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკავშირი სირიასთან მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს
ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტის ფასი - აშშ-ის სასამართლომ საქართველოს $350 მილიონის გადახდა დააკისრა
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის საქმე ტერორიზმზე ხუთ ქვეყანაში: რას ედავებიან საქმის ფიგურანტებს?
აუდიტის სამსახური იკვლევს, მიიღო თუ არა პოლიტიკური სწავლების სკოლამ გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე
ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში: NCDC-ის ნოროვირუსის ვერსია და სპეციალისტების კითხვები
ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში: NCDC-ის ნოროვირუსის ვერსია და სპეციალისტების კითხვები
"აფხაზეთი 2030 წლისთვის წელიწადში 5 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. რატომ არის ეს შეუძლებელი?“ — მოსაზრება