2016 წელს სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
როგორც ეროვნული სტატისტიკური სამსახური იუწყება, სომხეთში საშუალო თვიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 2016 წელს 187 850 დრამი ($391) შეადგინა, რაც 1,7% -ით აჭრბებს გასული წლის მაჩვენებელს.
ყველაზე მაღალი ხელფასები აღინიშნება შემდეგ სფეროებში:
ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (დაახლოებით 401 ათასი დრამი – $837);
ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სფეროები (დაახლოებით 377 თასი დრამი – $787);
სამთომოპოვებითი მრეწველობა და საბადოების ექსპლუატაცია (345 ათასი დრამი – $720).
ყველაზე დაბალი ხელფასებია შემდეგ სფეროებში:
კულტურა, გართობა და დასვენება (112 ათასი დრამი – $233);
სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და თევზის რეწვა ( დაახლებით 115 ათასი დრამი – $240);
განათლება, საზოგადოებრივი კვება (122 ათასი დრამი – $254).
ხელფასების დონე რეგიონების მიხედვითაც მერყეობს. მაგალითად, 2016 წლის ნოემბერში საშალო ხელფასის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნებოდა სიუნიკის რაიონში (215 ათასი დრამი – $448), ყველაზე დაბალი კი – არაგაცოტნში (130 ათსი დრამი – $271). დედაქალაქში ეს მაჩვენებელი იმავე პერიოდში 195 ათას დრამს ($407) შეადგენდა.