ყარაბაღის მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას
2017 წლის 20 თებერვალს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დარეგისტრირებული ამომრჩევლების 76,44 %-მა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საერთო სახალხო რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 87,6 %-მა ხმა მისცა ახალ მთავრ კანონს.
ახალი კონსტუციის მიხედვით, მოქალაქეებმა უფრო ფართო უფლებამოსილებები მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო საქმეების მართვასა და კონსტიტუციის შეცვლაში.
ხმის მიცემის პროცესს თვალ-ყურს ადევნებდა 30 ქვეყნის 100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებმაც რეფრენდუმის ორგანიზაცია და ჩატარება დადებითად შეაფასეს, ხაზი გაუსვეს მისი გამჭვირვალობას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
როგორც მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, კონსტიტუციასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ყარაბღის ხალხის ნების გამომხატველ მორიგ აქტად იქცა.