სოხუმში მილიციის მაღალჩინოსანი აფხაზური პასპორტის უკანონო დამზადებისთვის დააკავეს
აფხაზეთში, თანამდებობას ჩამოაშორეს და დააპატიმრეს აფხაზეთის შსს-ს საპასპორტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მილიციის პოლკოვნიკი ვადიმ კვაძბა. მას ბრალად აფხაზური პასპორტის უკანონო დამზადება და უკრაინის მოქალაქისთვის 10 ათას დოლარად მიყიდვა ედება.
ოლეგ მილცევი იმ დროს დააკავეს, როდესაც ამ პასპორტით მდინარე ფსოუზე, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გადადიოდა. გამოძიების ვერსიით, საქმესთან კავშირი აქვს აფხაზეთის შსს-ს საპასპორტო განყოფილების კიდევ რამდენიმე თანამშრომელს. გამოძიება მათ წინააღმდეგაც მიმდინარეობს.
კვაძბას წინააღმდეგ არსებულ ბრალდებაში საუბარია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის უკანონოდ გაცემაზე, დანაშაულისკენ წაქეზებასა და დანაშაულში თანამონაწილეობაზე.
•მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის პატარა, ლამაზ ქვეყანაზე ოცნების ნაცვლად?“
•აფხაზეთი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, თუკი მნიშვნელოვნად არ შეამცირებს მოხმარებას.
•აფხაზეთის ერთადერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტების სამკურნალოდ და გამოსაკვებად არაფერი აქვთ