უკრაინამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს შემდეგ მიიღოს
28 თებერვალს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წამომადგენლების მიერ გამართული კონსულტციების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე.
ამის შესახებ იუწყება ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის მალტას წარმომადგენლობა, რომლის წევრიც შეხვედრაში მონაწილეობდა.
უკვე ხუთშაბათს, 2 მარტს, უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს გაიტანენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე (COREPER), რომელიც ბრიუსელში გაიმართება.
ამის შემდეგ ის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, რასაც პარლამენტში ამ საკითხისთვის კენჭისყრა მოჰყვება, საბოლოოდ კი დოკუმენტი ევროპული საბჭოს მიერ ფორმალურად უნდა დამტკიცდეს.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებები 2008 წლიდან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება 27 თებერვალს საბოლოოდ დაამტკიცა. ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას დღეს, 1 მარტს, ევროპის დროით 14 საათზე მოეწერება ხელი.