სომხეთის მთავრობამ მინისტრების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების მიზეზად მთავრობის სტრუქტურის კონსტიტუციის ახალ მოთხოვნებზე მორგება დასახელდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც 2015 წლის რეფერენდუმის შედეგებით არის დამტკიცებული, პრემიერი სამზე მეტი არ უნდა იყოს, მინისტრი კი – 18-ზე მეტი.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილია სამთავრობო აპარატის ხელმძღვანელი-მინისტრის თანამდებობის გაუქმება და მისი მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობით შეცვლა.
სამთავრობო აპარატის ხელმძღვანელი-მინისტრის თანამდებობა შეიქმნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარგსიანის დროს, რომელიც ამჟამად ევრაზიის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარეა.