სომხეთის ექს-პრეზიდენტმა დატოვა სამთავრობო სახლი, სადაც ის გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა
სომხეთის ექს-პრეზიდენტმა დატოვა სამთავრობო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც გადადგომის შემდეგ ისევ ცხოვრობდა. სარგსიანი ამ წლის აპრილში გადადგა ათობით ათასი სომეხი ადამიანის ზეწოლის შედეგად, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის თაობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკოლ ფაშინიანის მოთხოვნას უჭერდნენ მხარს. მთელი ამ დროის განმავლობაში სარგსიანის ოჯახი ცხოვრობდა სამთავრობო სახლის მეზობლად, სადაც რევოლუციის შემდეგ პრემიერ-მინისტრად ქცეული ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი დაბინავდა.
სად გადავიდა სარგსიანი
სერჟ სარგსიანი გადავიდა სოფელ ძორაჰბიურში. ის ერევნიდან რამდენიმე კოლომეტრში, კოტაის ოლქში მდებარეობს. სომხეთის მედიის ცნობით, იქ სარგსიანის სიძის – მიკაელ მინასიანის აგარაკია. ძორაჰბიური სომხეთში ელიტური აგარაკების სოფლად არის ცნობილი.
• ნიკოლ ფაშინიანის შესახებ. როგორ გახდა ოპოზიციონერი სომხეთის პრემიერი
• 100 დღე ხელისუფლებაში – პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ანგარიში მოედანზე მთელი ხალხის წინაშე
• ცნობილი მსახიობი ერევნის მერი გახდა. რას ჰპირდება ის ერევნელებს?
ეპოპეა სარგსიანის საცხოვრებლის შესახებ
სერჟ სარსგიანის საცხოვრებელთან დაკავშირებული ეპოპეა ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაიწყო. ამ წლის მარტში კარენ კარაპეტიანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისთვის ის სახელმწიფო სახლი გადაეცა, რომელშიც ის აქამდე ცხოვრობდა.
თუმცა, სერჟ სარგსიანმა კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე უარი თქვა. მას ამ დროს უკვე პრემიერის სტატუსი ჰქონდა – ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში რჩებოდა. მაშინ სარგსიანმა განაცხადა, რომ მისთვის კუთვნილი პრივილეგიით მაშინ ისარგებლებს, როდესაც მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ აპრილის ბოლოს ის უკვე გადადგა.
ხავრდოვანი რევოლუციის შემდეგ პრემიერ-მინისტრად არჩეულმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანისთვის, როგორც სომხეთის მესამე პრეზიდენტისთვის, საჭიროა ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. თუმცა ,ამ განცხადების შემდეგ სომხეთის მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სერჟ სარგსიანმა ყველა შეთავაზებულ ვარიანტზე უარი განაცხადა.
სოციალური ქსელების რეაქცია
მომხმარებელთა უმრავლესობა სერჟ სარსგიანის სოფლად გადასახლებას იუმორით ეკიდება. აი, ზოგიერთი მათი სტატუსი სოციალურ ქსელ Facebook-დან:
„ახლა ვიღაც პოლიტიკას მიატოვებს და სოფლის მეურნეობით დაკავდება“;
„საცოდავი, საკუთარი აგარაკიც კი არ აქვს, სიძის აგარაკზე უნდა იცხოვროს. როგორია, მთელი ქვეყანა გაძარცვა და სახლი მაინც ვერ აიშენა“.