სამხრეთოსეთში შექმნილია ოფიციალური საინვესტიციო ინტერნეტ-პორტალი – www. investrso.su.მისი ფუნქციაა, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში თანხების ჩადების მსურველ უცხოელ ინვესტორებს მთელი აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდოს.
ვებგვერდზე უკვე განთავსებულია ცნობები საინვესტიციო ფართების (მიწის თავისუფალი ნაკვეთების ან შენობების) შესახებ, ასევე იმ მომუშავე საწარმოების თაობაზე, რომლებითაც პოტენციური ინვესტორები შეიძლება დაინტერესდნენ. არის ძირითადი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის შესახებაც.
„ამ პორტალს ჩვენი სამინისტრო ქმნიდა და ამუშავებდა. დღეისთვის სამხრეთ ოსეთში უკვე დაახლოებით ათმა უცხოელმა ბიზნესმენმა განახორციელა ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საინვესტიციო პორტალი ახალ ინვესტორებს მისცემს სტიმულს“, – უთხრა JAMnews-ს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის მინისტრმა, გენადი კოკოევმა.
ვებგვერდზე არის ასევე განყოფილება „ხშირად დასმული შეკითხვები“, სადაც განმარტებულია, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში ინვესტორი გახდე და ზუსტად რა დახმარების მიღება შეუძლიათ.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული.