ცხინვალში, საცირკო წარმოდგენისას, მომთვინიერებელს ფოცხვერი დაესხა თავს
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო და წერენ, რომ სამხრეთ ოსეთში, საცირკო წარმოდგენისას, მომთვინიერებელს ფოცხვერი დაესხა თავს.
უდიდესი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მაყურებლები არენასთან ძალიან ახლოს იყვნენ და, ამასთან, საერთოდ დაუცველები თავდასხმისგან. პირველ რიგებში ბავშვები ისხდნენ მშობლებთან ერთად – არენასა და მათ შორის არანაირი წინაღობა არ იყო, უბრალოდ ბადეც კი არა.
„წარმოდგენის ორგანიზატორები, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ აქ ზედმეტი ბავშვები გვყავს“, – წერენ სოციალურ ქსელ Telegram-ში.
საზოგადოებას ამ ბიზნესის უკონტროლობაც აშფოთებს:
„ეს მეორეხარისხოვანი ცირკებია, რომლებსაც ცხოველების მოვლისა და შენახვის შესაბამისი პირობები არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, მათ ძირითადად უფრო მსხვილი ცირკების მიერ ჩამოწერილი ცხოველები ჰყავთ. ასეთ ბიზნესები სადმე უნდა წავიდნენ და მიდიან იქ, სადაც მათ არავინ გააკონტროლებს“, – წერენ Telegram-ში.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო