როგორ ცვლის სტრიტარტი ცხინვალს
Photo
slide2-bg.jpeg
სტრიტარტი სამხრეთ ოსეთისთვის ჯერჯერობით სიახლეა. კოსტა ჯოითი და კარინა ძიგოევა - აქ, ალბათ, ერთადერთი ხელოვანები არიან, რომლებიც გრაფიტით არიან დაკავებული. ისინი ერთად სწავლობდნენ ადგილობრივ ხელოვნების ლიცეუმში, ახლა კი ერთად მუშაობენ კულტურის სამინისტროში. კოსტა პროფესიით ქორეოგრაფია, კარინა კი - არქიტექტორი.
slide2-bg.jpeg
კოსტამ ორი წლის წინ გაუკეთა ორგანიზება სამხრეთ ოსეთში სტრიტარტის პირველ ფესტივალს. მაშინ ჩამოვიდნენ ხელოვანები ვლადიკავკაზიდან და მოსკოვიდან და ადგილობრივებთან ერთად მოხატეს შენობების კედლები. მათ კლიპიც კი გადაიღეს ამ ფესტივალთან დაკავშირებით:
HTML5
The Rock
slide2-bg.jpeg
„შენობის კედელზე, შავ ფონზე მწერებს ვხატავდით, ამ დროს ჩვენთან მეზობელი ბებიების დელეგაცია მოვიდა. ერთ-ერთმა გვითხრა, რომ ნახატი არ მოსწონს, რომ ის შავი და საშიშია და საერთოდაც, მწერების ეშინია. ჩვენ დაველაპარაკეთ და ის დაგვეთანხმა: კარგი, რაკი სამუშაო ნახევრად გაკეთებულია, ბოლომდე მიიყვანეთ. და ამის შემდეგ ყოველდღე მოდიოდნენ და აკვირდებოდნენ პროცესს“, - ჰყვება კოსტა.
The Rock
slide2-bg.jpeg
კოსტას და კარინას ნამუშევარი მაშინვე ყურადღებას იპყრობს. ეს აფთიაქია, რომელიც ადრე ავტობუსის გაჩერებიდანაც არ ჩანდა. ახლა მასზე მზესუმზირებია დახატული. აფთიაქზე მუშაობა კომერციული შეთავაზება იყო, მაგრამ ხელოვანებს არჩევანის თავისუფლება მისცეს და უბრალოდ სთხოვეს, რომ „ნახატი მკვეთრი ყოფილიყო“.
The Rock
slide2-bg.jpeg
slide2-bg.jpeg
ყველაზე დიდი თანხა - დაახლოებით, 1,5 ათასი დოლარი - მათ ცნობილი ოსი მხედართმთავრის, ჰაჯი-უმარ მამსუროვის პორტრეტში მიიღეს, რომლის დახატვაც სკოლის კედელზე შესთავაზეს. თუმცა, კოსტას თავისი წილის მიცემა მამისთვის მოუწია, იმდენად, რამდენადაც სამუშაოებისას, მისი სატვირთო მანქანა დააზიანეს, რომელიც ნათხოვარი ჰქონდათ.
The Rock
slide2-bg.jpeg
ყველაზე რთული პროექტი იყო ყვავილები ელექტროქვესადგურის ნახევრად დანგრეულ შენობაზე. „ჩვენ გადავწყვიტეთ მასზე ბევრი მკვეთრი ფერი დაგვეხატა. მოდიოდა დაინტერესებული ადამიანების ტალღები და მათი უმრავლესობა ამბობდა, რომ რამე უფრო სერიოზული უნდა დაგვეხატა. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის დროშა. იყო ერთი მოხუცი ელექტრიკოსიც, რომელიც საერთოდ ამბობდა, რომ ეს ყვავილები - სახიფათო წამოწყება იყო“. ნახატი დიდი წვალებით დაასრულეს.
The Rock
slide2-bg.jpeg
კარინა და კოსტას სამუშაო ღამით იწყება. რთავენ პროექტორს (ნათხოვარს), შერჩეულ კედელზე უშვებენ სურათს, აკეთებენ ესკიზს და დილით უკვე ხატავენ.
მათ ორმა უკვე ბევრი გრაფიტი გააკეთეს ქალაქში. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავე ოსები, საბჭოთა დროის ცნობილი ოსი გენერლების უზარმაზარი პორტრეტები, უბრალო ბურთები და სასაცილო ცხოველები.
მათ ორმა უკვე ბევრი გრაფიტი გააკეთეს ქალაქში. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავე ოსები, საბჭოთა დროის ცნობილი ოსი გენერლების უზარმაზარი პორტრეტები, უბრალო ბურთები და სასაცილო ცხოველები.
The Rock
The Rock
The Rock
slide2-bg.jpeg
ავტონაწილების მაღაზიის კედელზე დახატეს ტიპური ოსის პორტრეტი და დაწერეს ცნობილი ოსი მეცნიერის, ირანისტი ვასო აბაევის ციტატა. „იცით, რატომ სწორედ აქ? იმიტომ, რომ სწორედ ამ მაღაზიაში გაჩნდა პირველი წარწერა ოსურ ენაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველაფერი ჩვენი ხარჯით გაგვეკეთებინა, მაგრამ მფლობელმა მთელი ჩვენი ხარჯი დაფარა, რაც საღებავებსა და სხვა მასალებზე წავიდა“, - ამბობს კოსტა.
slide2-bg.jpeg
კოსტასა და კარინას გეგმაში აქვთ - კიდევ ჩაატარონ სტრიტარტის ფესტივალი, ჩამოიყვანონ ხელოვანები. ასევე, გაემგზავრონ რაიონებში. ჯერჯერობით ცხინვალის გარეთ მხოლოდ ერთი ნახატი აქვთ - ერთ-ერთი სოფლის ადმინისტრაციამ მათ კოსტა ხეთაგუროვის, კოშკისა და მთების დახატვა დაუკვეთა.
The Rock
slide2-bg.jpeg
კიდევ ერთი პროექტი აქვთ, რომელმაც „ყველაფერი უნდა შეცვალოს“. ქალაქის ხელმძღვანელობა მიტოვებული შენობის გადაცემაზე დათანხმდა, სადაც მათ უკვე დაიწყეს არტგალერეის გაკეთება, რომელსაც „პორტალს“ დაარქმევენ. კოსტამ და კარინამ მისთვის თანხების შეგროვება დაიწყეს. უკვე მოგროვდა შენობის სახურავისა და ფანჯრებისთვის საჭირო თანხა. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ საწყისი გაფორმება უკვე გაკეთებულია.
The Rock
„ძალიან მოგვწონს მუშაობა. ჩვენი სამუშაო რაღაცაზე დამოკიდებულებას ჰგავს. კარგსა და სასარგებლო დამოკიდებულობას“, - ამბობს კოსტა.