რა არის რუსული ოჯახის მოდელი და რატომ ემხრობა სომხეთი მას?
ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews
სომხეთში ოჯახური ძალადობის აღმკვეთი კანონის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებული აქტიური მსჯელობის ფონზე, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ოჯახის რუსულ მოდელს უჭერს მხარს.
“ჩვენ ვემხრობით რუსული მხარის მიერ შემოთავაზებულ განცხადებას, რომელიც ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს უჭერს მხარს… ოჯახის ინსტიტუტი – საზოგადოების საფუძველი და ხალხების შემაკავშირებელი ფაქტორია“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა 11 სექტემბერს სოჭში დსთ-ს ქვეყნების მეთურთა სხდომაზე.
ზუსტად რას გულისხმობდა „ოჯახის რუსულ მოდელში“ , სერჟ სარგსიანს არ განუმარტავს. ასევე მას კომენტარი არ გაუკეთებია იმის თაობაზე, უჭერს თუ არა ის მხარს ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ რუსეთში ახლახან მიღებულ კანონს.
სამაგიეროდ, ფეისბუკის მომხმარებლებმა რუსული ოჯახის შესახებ თავიანთი წარმოდგენები დაწვრილებით აღწერეს.
რამდენიმე სახსიათო კომენტარი:
“რომელი რუსული ოჯახის მოდელი? ეს ხომ ალკოჰოლიკებისა და ყველა ფეხის ნაბიჯზე თავშესაფარში მიბარებული ბავშვების მოდელია?”
“ვერ გავიგე, სარგსიანი ყველას მაგივრად რატომ ლაპარაკობს და წყვეტს?“
“ასეთი რა ოჯახები აქვთ, რომ მათგან მაგალითის აღება მოგვინდა? ჩვენი სომხური ოჯახები – მსოფლიოში საუკეთესოა“.
ამჟამად „ოჯახური ძალადობის აღკვეთის შესახებ“ ახალი კანონპროექტი სომხურ საზოგადოებაში განსახილველად არის გატანილი. ექსპერტების უმრავლესობა ამ ინიციატივას ძალიან მნიშვნელოვნად და ევროპული ფასეულობების შესაბამისად მიიჩნევს.
2017 წლის პირველ ნახევარში სომხეთში ოჯახური ძალადობის შესახებ 215 საქმეა განხილული.
https://jam-news.net/?p=51516&lang=ka