სომხეთში სკოლის მოსწავლეების ფიზიკური და გონებრივი დატვირთვით შეშფოთებულები არიან. ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, ამასთან დაკავშირებით სკოლებს ახალ მოთხოვნებს წაუყენებენ. ერთ-ერთი მათგანი სკოლის მოსწავლეების ჩანთის წონას ეხება.
მშობლები სახელმძღვანელოებით სავსე ზურგჩანთების სიმძიმეზე ჩიოდნენ, და სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ ეს ჩანთები ბავშვების ჯანმრთელობას აზიანებს, კერძოდ, შესაძლებელია ხელხემლის გამრუდება და სხვადსხვა დარღვევები გამოიწვიოს.
მინისტრის ბრძანებით, იმ სასკოლო ნივთებისა და სახელმძღვანელოების საერთო წონა, რასაც მოსწავლეები გაკვეთილებზე თან ატარებენ, არ შეიძლება, რომ სპეციალისტების მიერ დადგენილ წონას აჭარბებდეს. თანაც ის სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განსხვავებულია.
პირველი და მეორე კლასელის ზურგჩანთა 1,5 კილოგრამზე მძიმე არ უნდა იყოს
3-4 კლასელის – 2 კგ;
5-6 კლასელის – 2,5 კგ;
7-8 კლასელის – 3,5 კგ;
9-12 კლასელის – 4 კგ.
პარლამენტში ეს საკითხი გასული წლის ნოემბერში სომხეთის ეროვნული საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრმა არმან საგატელიანმა წამოაყენა და ჯანდაცვის მინისტრს ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილებინა. ის მოჰყვა, რომ აწონა თავისი 12 წლის ვაჟის და მისი მეგობრების ზურგჩანთები, და თითოეული 5 კგ-ზე მეტს იწონიდა – მხოლოდ წიგნები, სხვა სასკოლო ნივთებისა და სპორტული ფორმის გარეშე.
ახლა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მის შესრულებას მშობლები სერიოზულად მოეკიდებიან, სამინისტრო კი თანმიმდევრულად მოიქცევა და სიტუაციის გასაკონტროლებლად თავის ბერკეტებს გამოიყენებს.
თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი წონის ჩანთა საერთაშორისო მიღებული ნორმების მიხედვით არის დადგენილი.
იმავე ბრძანებულების თანახმად, სასკოლო შესვენებები უფრო ხანგრძლივი იქნება. დამუშავდა და პედაგოგებს წარედგინა გაკვეთილების დროს სახვადსხვა ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო დატვირთვის გრაფიკიც.
საათების მიხედვით, სხვადსხვა ასაკის ბავშვების შრომისუნარიანობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ აღსაქმელად შედარებით რთული საგნები გადატანილი იყოს
პირველკლასელებისთვის – მეორე გაკვეთილზე;
2-4-ე კლასელებისთვის – 2-3-ე გაკვეთილებზე;
5-12-ე კლასელებისთვის –2-4 -ე გაკვეთილებზე.
გარდა ამისა, პირველკლასელებს საშინაო დავალების შესრულებისგანაც გაათავისუფლებენ.