ირაკლი ალასანია კომპანია SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი ალასანია ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა ლიდერმა ტელეკომპანია პირველის გადაცემა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა.
SPConsulting გლობალური საკონსალტიმგო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში საქმიანობს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე არის აღნიშნული, მის კლიენტებს შორის დიდი მუნტინაციონალური, ასევე მცირე და სწრაფად ზრდადი კომპანიებია, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების, ფინფნსური მომსახურებისა და ფარმაცევტული წარმოების სფეროში მუშაობენ.
ირაკლი ალასანიას, როგორც უფროსი პარტნიორის, მოვალეობებში კლიენტებისთვის სტრატეგიის და სხვადასხვა პრობლემურ საკითხების გადაწყვეტის გზების შემუშავება შედის.
ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.