თურქეთმა სირიის საზღვართან 290 კილომეტრის სიგრძის კედელი ააშენა
თურქეთმა სირიის საზღვართან უკვე ააშენა კედლის ნახევარი. ამ პროექტით ანკარა საკუთარი საზღვრების დაცვას აპირებს. ამჟამად უკვე აშენდა კედლის 290 კილომეტრი.
საზღვრის გასწვრივ აღმართული კედლის სიმაღლე სამი მეტრია. ნაგებობა მავთულხლართებითაა გაწყობილი.
თურქეთის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ერგიუნ თურანმა სააგენტო Anadolu-ს განუცხადა, რომ სირიის საზღვართან აღმართული მოდუალური კედლის საერთო სიგრძე 511 კილომეტრი იქნება. ნაგებობა ექვს მოსაზღვრე პროვინციაში აშენდება.
მისი თქმით, კედლის კონსტრუქცია მისი დემონტაჟის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდება.