სომეხმა მოჭადრაკემ თბილისში მსოფლიო თასი მოიპოვა
სომეხი დიდოსტატი ლევონ არონიანი ჭადრაკში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.
„მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ჭდრაკის მსოფლიო თასების გათამაშებაში. ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვიგებდი მას. ძალიან ძნელი იყო, იყო დაძაბულობაც, მაგრამ შევძელი, რომ გავმკლავებოდი. სწრაფი ჭადრაკის გათამაშება და ბლიცი ძალიან რთული აღმოჩნდა“, – გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა გროსმაისტერმა.
სომეხი გროსმაისტერი ერთდერთია, ვინც მსოფლიო თასის მოგება ორჯერ შეძლო. პირველი თასი მან 2005 წელს მოიპოვა, ეს გამარჯვება მას მსოფლიოს ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლებას აძლევს, რომელიც 2018 წელს ბერლინში გაიმართება.
არონიანის აზრით, მის წარმატებას გარშემო მყოფი ადამიანების მისდამი რწმენა განაპირობებს.
„ერთხელაც შინ დავბრუნდი და არიანამ [არონიანის საცოლე, ავსტრიელი მოჭდრაკე არიანა კაოლი] მითხრა: შენ ეს უნდა გააკეთო. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა“, – აღიარა მოჭადრაკემ. მან თავისი გამარჯვება სწორედ თავის საცოლეს მიუძღვნა.
“ძალიან ვამაყობ მისით. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან მისი თამაშისას ღელვისგან ლამის გული გამიჩერდა. ძალიან ვამაყობ. არავინ იცის, თუ რა სიძნელეების გადალახვა მოუხდა, ამ წარმატებისთვის რომ მიეღწია“, – უთხრა ჟურნალისტებს არიანა კაოლიმ.
არონიანი სომხეთის ნაკრების შემადგენლობიდან საჭდრაკო ოლიმპიადების სამგზის გამარჯვებულიცაა (2006, 2008 და 2012 წწ), და 2010 წლის ბლიცის ჩემპიონი. საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის რეიტინგში ის 2802 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.