ერევნის ქუჩებში ტურისტები სმარტფონებით შეძლებენ ორიენტირებას
ამოქმედდა ახალი სატელეფონო დანართი „QARTEZ“, რომლის საშუალებითაც ტურისტები მარტივად მოახერხებენ სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით მათთვის საჭირო ადგილების მიგნებას.
მობილური დანართი არამარტო საკუთარი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და ერევნის ქუჩებში გადაადგილების საშუალებას იძლევა, არამედ მობილურ ხელსაწყოზე ერთი ხელის შეხებით შესაძლებელ ხდება სხვადასხვა სახის მომსახურების შესახებ ცნობების მიღებაც.
გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ დანართში შექმნან პირადი გვერდები, რომლების გამოყენებითაც შეეძლებათ დარეკვა, ელექტრონული წერილების გაგზავნა, კომენტარების დატოვება, სარეკლამო რგოლების ნახვა, და მოცემულ მომენტში მოქმედი საგანგებო წინადადებების გაცნობა.
დანართი უფასოდ ხელმისაწვდომია იმ სმარტფონებისთვის, რომლებიც Android-ის iOS-ის ბაზაზე მუშაობს, ანუ მომხმარებელმა მხოლოდ მობილური ინტერნეტის საფასური უნდა გადაიხადოს.
იგეგმება ამ დანართის ამოქმედება დილიჟნში, ცახკაძორსა და იმ სხვა სომხურ ქალაქებში, რომლებიც ტურიზმის განვითრების თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვნადაა მიჩნეული. დანართი შეიმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია Viva Cell-MTS-ისა და კომპანია „ლოკატორის“ თანამშრომლობით.