გაერთიანებული სამეფო სომხეთში რეფორმებს მხარს დაუჭერს
გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ორმხრივი ურთიერთობების გასამყარებლად და სომხეთის ხელისუფლებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტული მიმართულებების განვიათრებაში დახმარების გასაწევად.
“ჩვენ მზად ვართ სომხეთი კეთილსინდისიერი მმართველობის ფონდის პროგრამაში ჩავრთოთ, რათა მას სახელმწიფოს მმართველობის, იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროში რეფორმების განსახორციელებლად ფინანსური დახმარება გავუწიოთ…
გვსურს ორმხრივი ვაჭრობა გავაფართოვოთ. ჯერ ერთი, ჩვენ გვინდა სომხეთის მთავრობასთან მუშაობა, რომ ეს ქვეყანა მასთან ვაჭრობისთვის მიმზიდველი გახდეს. თუკი სომხეთში კარგი ბიზნეს-გარემო იქნება, ის ინვესტორების მოზიდვას შეძლებს. ჩვენ გვინდა საქონელბრუნვის გააქტიურება, თუმცა საამისოდ ქვეყნის ბიზნეს-გარემო საიმედო და გამჭვირვალე უნდა იყოს“, – თქვა ალან დანკნმა.
პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ერთობლივი ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება შესთავაზა, რათა ბრიტანულ ბიზნესს შესაძლებლობა მიეცეს, სომხეთში კეთილსაიმედო საინვესტიციო ბიზნეს-გარემოს შესახებ მეტი შეიტყოს.
„სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზრებისკენ, ევროპული ბაზრებისა და ირანისკენ გადებულ ხიდად უნდა განვიხილოთ – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ზომები ხელს არ შეუშლის იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ბიზნესისთვის საინტერესო ვიყოთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ბრიტანულმა ბიზნესმა ჩვენს ქვეყანაში თავისი ყოფნა გააფართოვოს, არამხოლოდ ინვესტიციების სახით, არამედ თავისი ბიზნეს-კულტურის შემოტანის მხრივაც“, – აღნიშნა პრემიერმა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი ყარაბღის კონფლიქტსაც შეეხო: „ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძლისხმევას, რაც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. ჩვენ ორივე მხარეს აქტიურად ვახალისებთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ამან, შესძლოა, რეგიონში საგრძნობ ეკონომიკურ ზრდამდე და მოლაპარაკებების პროცესამდე მიგვიყვანოს“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშალოს იმ პუბლიკაციებისთვის დართული კომენტარები, რომლებიც შეურაცხყმყოფელად, მუქარის შემცველად და ძალადობის მოწოდებად, ან სხვა მიზეზებით ეთნიკურად მიუღებლად შეიძლება შეფასდეს.