ბაქოს სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე პოლიციის რეიდის დროს, 15 თებერვალს დაკავებულია ვალუტით მოვაჭრე ხუთი მოქალაქე. ამის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
პოლიციამ, ინერნეტ-რესურსებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, ვალუტის „შავ ბაზარზე“ რეიდი ჩაატარა. დაკავებულები ვალუტის უკანონოდ გაცვლას ეწეოდნენ, ასევე სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას აფერხებდნენ, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 21 დეკემბერს გადაწყდა მანათის მცურავ კურსზე გადასვლა. მთლიანობაში დევალვაციის ორი ეტაპის განმავლობაში მანათის გაუფასურებამ დღეისთვის უკვე 99%ს გადააჭარბა.
2016 წლის ზაფხულში, ბაქოში მანათის მეორე დევალვაციის შემდეგ დაიკეტა ვალუტის გადამცვლელი თითქმის ყველა პუნქტი. ბანკებმა ვალუტის მკაცრად შეზღუდული რაოდენობით გაყიდვა დაიწყეს (თითო ადამიანზე დღეში 100-დან 500 დოლარამდე). ადამიანები რიგში ბანკის გაღებამდე ბევრად ადრე ეწერებოდნენ, და როგორც წესი, შუადღისთვის ვალუტის მარაგი იწურებოდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა „შავი ბაზრის“ აყვავებას, სადაც ვალუტა ოფიციალურ კურსზე გაცილებით ძვირად იყიდებოდა.