სოხუმში, იტალიიდან „ვაშინგტონიას“ ჯიშის 60 პალმა ჩამოიტანეს. მათ სანაპიროზე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაზიანებული ადგილობრივი უნიკალური „იუბეას“ ჯიშის პალმების ნაცვლად დარგავენ.
ეს სოხუმის ახალი მერის, კანა კვარჩიას პირველი პროექტია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა. მერმა პირადად დარგო პირველი პალმა სასტუმრო „აფხაზეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დანარჩენის დარგვას კი ახალ წლამდე გვპირდებიან.
აფხაზეთში, უკვე წელიწადზე მეტია, კარანტინია დაწესებული ნებისმიერი მცენარის შემოტანაზე. ეს გადაწყვეტილება 2018 წელს, რესპუბლიკაში მავნებელი ხოჭოს – პალმის წითელი გრძელცხვირას გამოჩენის შემდეგ მიიღეს, რომელმაც სოხუმსა და გაგრაში რამდენიმე ათეული პალმა გაანადგურა.
მაგრამ მერმა ხელისუფლებისგან პალმების ამ პარტიის შემოტანაზე ერთჯერადი ნებართვა მიიღო.
სოხუმის კომუნალური სამსახურის უფროსის, ელენა ატეპინას თქმით, იტალიიდან ჩამოტანილმა ხეებმა გაიარეს ეკოლოგიური და საკარანტინო სამსახურის დეტალური შემოწმება, თანაც, რამდენიმე საზღვარზე.
პალმები ოცდაათიდან ორმოც წლამდეა, მათი რტოები ორ მეტრს აღწევს, გვირგვინი კი – მეტრ-ნახევარს.
ეს პალმები ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ქალაქის ლანდშაფტის კეთილმოწყობისთვის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო