საფეხბურთო ჩემპიონატის დროს სოჭიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, აფხაზეთმა ვიზები გააუქმა
რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი სოჭში გაიმართება. აფხაზეთში, რომელიც მის მეზობლად მდებარეობს, იმედოვნებენ, რომ იქ ექსკურსიაზე ჩასვლის სურვილი არამხოლოდ რუს გულშემატკივრებს, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსაც გაუჩნდებათ. ამ პროცესის სტიმულირებისთვის აფხაზეთმა, საქართველოს გარდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის დროებით უვიზო რეჟიმი შემოიღო.
უვიზო რეჟიმი მხოლოდ 2018 წლის 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე მოქმედებს, და მხოლოდ – რუსეთის საზღვარზე. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოაწერა ხელი.
ამ მომენტისთვის აფხაზეთში, რუსების გარდა, უკვე იმყოფებოდა დაახლოებით ათასამდე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტი. ტუროპერატორების თქმით, ადამიანები, ძირითადად, ერთი დღით ჩამოდიან. ყველაზე პოპულარული მარშრუტებია – მაღალი მთის ტბა რიწა, და ცნობილი სტალაქტიტების მღვიმე ახალ ათონში.
• როგორ მიმდინარეობდა აფხაზეთში ConIFA-ს ეგიდით ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი – ისტორიები და ფოტოები
სოციალურ ქსელებში აქტიურად მიესალმებიან ამ სიახლეს და სთავაზობენ, რომ აფხაზეთში უვიზოდ შესვლა მუდმივი გახდეს. რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„სისულელეა მსოფლიო ჩემპიონატის საშუალებით ფულის შოვნაზე უარის თქმა“
„ოღონდაც არ შევრცხვეთ. საქმე მხოლოდ ფულს ხომ არ ეხება, არამედ თავად აფხაზეთის პიარს“.
„სანახევრო ზომების გატარება გვიყვარს. თავი ტურისტულ ქვეყნად გამოვაცხადეთ, ვიზები კი მხოლოდ ერთი თვით გააუქმეს. მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება და – საზღვარს ისევ ბოქლომი დაედება. ისედაც თითქმის იზოლაციაში ვცხოვრობთ, ახლა კი თავადვე ვიქცევთ თავს იზოლაციაში.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება