აზერბაიჯანმა ყარაბაღში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ააფეთქა
ფოტო: ლუსი სარგსიანი, JAMnews
15 მაისს საღამოს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარების გამყოფი ზოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზე სერიოზული ინციდენტი მოხდა. აზერბაიჯანის ჯარმა მართული სარაკეტო დარტყმით სომხეთის მხარის კუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „კრაზანა“ ააფეთქა.
„სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სარაკეტო კომპლექსი „კრაზანა“ სამხედრო მოსამსხურეების მიერ გადავიდა ახალ პოზიციებზე, სადაც საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღების მცდელობა განხორციელდა.
აზერბაიჯანის მფრინავი აპარატებისთვის შექმნილი საფრთხის აღკვეთისა და მოწინააღმდეგის აქტიურობის ჩახშობის მიზნით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „კრაზანა“ და სატრანსპორტო-ჩამტვირთავი მანქანა გახსნილი ცეცხლით სრულად გამოსულია მწყობრიდან, პირადი შემადგენლობა კი განადგურებული“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის შეტყობინებაში.
სომხურმა მხარემ სარაკეტო დარტყმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ადამიანური მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უარყო.
„დღეს დაახლოებით 16:30 (15:30 მოსკ.) აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფი ზოლის აღმოსავლეთის მიმართულებით პროვოკაციული ქმედება განახორციელეს – მართული რაკეტებით მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის სამხედრო ობიეტი დაბომბეს.
შედეგად, ნაწილობრივ არის დაზიანებული ერთი ერთეული სამხედრო ტექნიკა. სამხედრო მოსამსხურეებს შორის მსხვერპლი არ არის“, – იუწყება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.
ეს ვიდეო უკვე ატვირთულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მისი კომენტრებისას განაცხადა, რომ ამ ვიდეოს მხოლოდ ნაწილი შეესაბამება რეალობას.
„საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „კრაზანას“, რომლის ეკიპაჟიც 5 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, შეუძლია 45 კილომეტრის რადიუსში ამოიღოს ობიექტი მიზანში, ხოლო 9 კილომეტრის რადიუსში გაანადგუროს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის მხარეს დააკისრა. „აზერბაიჯანული სამხედრო ძალის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება, ხოლო შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – ნათქვამია მთიანი ყარაბაღის თავდაცვითი უწყების განცხაებაში.
სომხეთის მედია 16 მაისის დილიდან იუწყება, რომ 15-დან 16 მაისამდე ღამით გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანის მხრიდან დაირღვა – სომხური საბრძოლო პოზიციების მისამართით სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 55 -ჯერ განხორციელდა 1200-ზე მეტი სროლა.
იუწყებიან ასევე, რომ გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენეს 60 მმ ნაღმმტყორცნი (3 ჭურვი) და ტანკსაწინაარმდეგო ნაღმმტყორცნის დანადგარი (9 ჭურვი), ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით გამოყენებულია „სპაიკის“ ტიპის მართული რაკეტა.
“სომხეთის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფებმა, 60-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების (12 ჭურვი) გამოყენებით, დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით 122-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.