აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა გერმანიაში პოლიტპატიმრების დასაცავად აქცია გამართეს
გაზიარება
გაზიარება
ორგანიზაციის „აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი“ წევრებმა, რომელიც აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა შექმნეს, გერმანიის ქალაქ ესენში აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
ორგანიზაცია „აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი“ 2018 წლის ივნისში შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციის წევრებმა უკვე რამდენიმე მსგავსი აქცია გამართეს, მათ შორის – კანცლერ ანგელა მერკელის რეზიდენციის წინაც.
ახლანდელი აქციები სამი გერმანული მედიის – NeueRheinZeitung-ის, WestdeutscheAllgemeineZeitung-ის დაUnsereZeit-ის რედაქციებსი წინ გაიმართა, – იუწყება Turan.
ეს აქციები „აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი“-ს მიერ გაჩაღებული კამპანიის – „გერმანელი ჟურნალისტები პოლიტპატიმრების დასაცავად“- ნაწილია.
ევროპის საბჭო და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მუდმივად აკრიტიკებენ. მოცემული მომენტისთვის აქ 80-ზე მეტ პოლიტპატიმარს, მათ შორის – ჟურნალისტებს, ითვლიან. აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით არიან მსჯავრდებულები.
სიტყვის თვისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით, აზერბაიჯანი 179-დან 166-ე ადგილს იკავებს.