მართლა რომ ვზრუნავდეთ ბავშვებზე" />

6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს

მართლა რომ ვზრუნავდეთ ბავშვებზე

მასალა გამოქვეყნებულია: 23.01. 2017

ბავშვებს ტვირთივით ატარებენ


საქართველოში ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ ზომებს არ მიმართავენ. როდესაც ველოსიპედის მართვას და გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლით სრიალს ასწავლიან, ბავშვებს არც ჩაფხუტს ახურავენ და არც მუხლის დამცავებს უკეთებენ. ავტოსავარძლები საქართველოში საერთოდ იგნორირებულია.

მანქანით მგზავრობისას, ბავშვებს ღვედებს არ უკეთებენ და ხშირად ჩვილ ბავშვებსაც მძღოლის გვერდით სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღითიდღე მკაცრდება საგზაო მოძრაობის წესები, ავტოსავარძლების საკითხს ჯერ კიდევ არავინ განიხილავს სერიოზულად. 

• “მინდა დედაჩემი ჩემი მეგობარი იყოს”. UNICEF-ის კვლევა ქართველ მშობლებსა და მოზარდებზე 

• თბილისში არის საბავშო ბაღები, სადაც ერთ ჯგუფში 60 ბავშვია. ეს და სხვა პრობლემები, რაც UNICEF-მა აღმოაჩინა 

• დიანა ანფიმიადი: “ეს წერილი მათთვისაა, ვისაც სიტყვა აუტიზმის ეშინია”

შედეგად, ბავშვები იღუპებიან (არამხოლოდ სერიოზულ ავარიებში, არამედ უმნიშვნელო საგზაო შემთხვევების დროსაც, რომლებიც მოზრდილი ადამიანისთვის სახიფათო არაა, მაგრამ ავტოსავარძლის გარეშე მყოფი ბავშვისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს).

ბავშვების თანდასწრებით ეწევიან

პრობლემა მხოლოდ ბავშვის თანდასწრებით მოწევა კი არ არის, არამედ ისიც, რომ ქართველი მწეველების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბავშვის თანდასწრებით მოწევა ნორმალურია. საუბარი არ არის ხმაურიან და ხალხმრავალ სუფრებზე, სადაც მოზრდილები საათობით ჭამენ, სვამენ და ეწევიან, ბავშვები კი მათ გარშემო დარბიან. უფრო მარტივი მაგალითიც შეიძლება მოვიყვანოთ – წარმოიდგინეთ დედა, მამა და ბავშვი, რომლებიც კაფეში შეკვეთილ კერძებს ელოდებიან. ორივე მშობელი შვილს პირდაპირ სახეში აბოლებს. მშობლები ვერც კი ამჩნევენ, რომ არასწორად იქცევიან.

შეიძლება გავიხსენოთ ტაქსის მძღოლიც, რომელიც მაშინვე უკიდებს სიგარეტს, როგორც კი ერთი წლის ბავშვთან ერთად მის მანქანაში ჯდებით.

ძალიან ცოტაა ბავშვის ინტერესებზე მორგებული კაფე


გაცხადებული „ბავშვის კულტის“ მიუხედავად, საქართველოში ძალიან ცოტაა children-friendly (ბავშვებისთვის მეგობრული) რესტორანი. როგორც ჩანს, რესტორნები საერთოდ ვერ ხვდებიან, რაზეა საუბარი, თორემ სიგარეტის კვამლით გაბუღული საერთო დარბაზების კუთხეებში დამტვრეულ (და სახიფათო!) სათამაშოებს არ დაყრიდნენ. ერთ-ერთ თბილისურ რესტორანში ასეთი „საბავშვო კუთხე“ პირდაპირ რესტორნის შესასვლელ კართანაა მოწყობილი. 

• როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან. დეტალური ინსტრუქცია 

• საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. რატომ ვერ ამარცხებს ქვეყანა “უმეცრების ვირუსს”?

სწორედ ასეთი კარიდან გაიპარა ჩემს თვალწინ  უყურადღებოდ მიტოვებული სამიოდე წლის ბავშვი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ „ბავშვთა კუთხის“ მდებარეობა მაინც არ შეუცვლიათ. ბავშვების ფაქტორს მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტების ზოგიერთი ქსელი ითვალისწინებს. მაგალითად, MacDonald’s და Wendy’s და ორიოდე სხვა თბილისური კაფე. 

ბავშვებს ალკოჰოლს ასმევენ

განსაკუთრებით ბიჭებს. ზოგიერთ მშობელს მოსწონს კიდეც, როდესაც მათი “ვაჟკაცი” ალკოჰოლს სვამს. ეს მათ ართობთ. ხუთი წლის ბავშვმა ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალია და დათვრა. გაგიჟდები, ისეთი სასაცილოა! youtube-ში ბევრია ასეთი ვიდეო, რომელსაც ჩვენ შეგნებულად, ბავშვების პატივისცემის ნიშნად არ გიზიარებთ. 

საბავშვო მოედნები

როგორც წესი, კერძო “გარაჟებით” გადატენილ თბილისურ ეზოებში, საბავშვო მოედნები ან საერთოდ არ არის, ან მათ განახლებასა და მოვლაზე არავინ ზრუნავს. ეს არამხოლოდ გულგრილობაა ბავშვების მიმართ, არამედ მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოცაა. მაგალითად, ბავშვები თამაშობენ ხუთი წლის წინ დამონტაჟებულ სასრიალოზე, რომელიც არავის განუახლებია. პრობლემაა ქალაქში ბავშვის ეტლით გასეირნებაც.

ბოლო დროს პანდუსები მომრავლდა, თუმცა მათზე ეტლის გაგორება ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგალითად ამ ფოტოზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ახლად აშენებული სახლის სადარბაზოსთანაა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ პანდუსმა “უფრო მნიშვნელოვანი” ფუნქცია შეიძინა.

ბავშვებთან მუშაობა არაპრესტიჟულია

ერთი შეხედვით, საზოგადოებაში, სადაც „ბავშვის კულტია“ გაბატონებული, რა უნდა იყოს იმაზე უფრო პრესტიჟული, ვიდრე ბავშვებთან მუშაობაა? თუმცა, უმრავლესობა ძიძად მხოლოდ უკიდურესი ფინანსური გაჭირვების გამო იწყებს მუშაობას და ამას ხმამაღლა უცხადებს თავის ყველა ნაცნობს (მათ შორის, დამქირავებელსაც).

საქართველოში მომუშავე ძიძების უმრავლესობა არ არის კვალიფიციური, რაც კანონზომიერია, რადგან ქვეყანაში პროფესიონალი ძიძების მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებები არ არსებობს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ