რუსეთმა 2002-2005 წლებში სამხედროების მიერ დაკავებული და დღემდე დაკარგული 20 ადამიანის ნათესავებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს" />

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება: 1,6 მილიონი ევრო ჩეჩნეთსა და ინგუშეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს

რუსეთმა 2002-2005 წლებში სამხედროების მიერ დაკავებული და დღემდე დაკარგული 20 ადამიანის ნათესავებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

რუსი სამხედროების მიერ გროზნოში დაკავებული ჩეჩენი მამაკაცები. 2000 წლის თებერვალი. REUTERS

2000-2005 წლებში ჩეჩნეთისა და ინგუშეთის უგზოუკვლოდ დაკარგული მაცხოვრებლების ნათესავებმა რუსეთის მთავრობისგან, კომპენსაციის სახით, 1,6 მილიონი ევრო უნდა მიიღონ. როგორც  „ნოვაია გაზეტა“   წერს, ასეთი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო.

• შეშინებული მშობლები შვილებზე უარს ამბობენ – ჩეჩნეთში უკვე არამხოლოდ უფლებადამცველებსა და ლგბტ თემის წევრებს დევნიან, არამედ მოზარდებსაც   

•  ჩეჩნეთში ავარიაში დაღუპულთა ნათესავებმა რესპუბლიკის მეთაურს  დამნაშავის – მისი ნათესავის – „პატიება“ საჯაროდ სთხოვეს

საქმე ეხება უგზოუკვლოდ დაკარგულ 20 ადამიანს – ისინი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და დააკავეს  ჩეჩნეთსა და ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის საგანგებო რეჟიმის მოქმედების დროს, რომელიც მხოლოდ 2009 წელს გაუქმდა. მათი ბედის შესახებ აქამდე არაფერია ცნობილი.

პროექტ „სამართლებრივი ინიციატივას“ იურისტებმა, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესებს წარმოადგენდნენ, გამოცემა “ „MBX მედიას“   რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ უამბეს. მათ შორის მათ შორის 2002 წელს დაკავებული აჰმად აჰმედხანოვის შემთხვევის შესახებ:

20  ფორმიანი, ნიღბებიანი, ავტომატებით შეიარაღებული ადამიანი სახლში შეიჭრა, მამაკაცი ეზოში გაიყვანეს, საბუთები ჩამოართვეს და ურუს-მარტანის მიმართულებით წაიყვანეს. აჰმედხანოვის დედა შეეცადა, სამხედროებს უკან გაჰყოლოდა, მაგრამ მათ ქალს სროლა დაუწყეს“.  

ამ მოვლენების შემდეგ ეს მამაკაცი აღარავის უნახავს, ხოლო ჩეჩნეთის პოლიციის გამოძიება და ნათესავების დამოუკიდებელი ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.

მაგომედ უმაროვი 2005 წლის 25 მაისს გაიტაცეს, როდესაც სამხედროებმა ის შალიში, საკუთარ სახლში დააკავეს. უმაროვის დაკარგვის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ეს საქმე აქამდე არ დასრულებულა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ დაკარგულთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის ოთხი მუხლი დაირღვა: სიცოცხლის უფლება და ხელისუფლების ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარების შესახებ, წამების აკრძალვისა და ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების გამოყენების უფლება.

პირველი და მეორე საომარი კამპანიების დროს  ჩეჩნეთის დაკარგული მაცხოვრებლების ზუსტი რიცხვი დაუდგენელია. რესპუბლიკის შინაგან საქმეთ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში  საომარი მოქმედებების დროს 3016 უგზოუკვლოდ დაკარგული ირიცხება. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. გენერალ ლებედის სახელობის სამშვიდობო მისიის ვებგვერდზე განთავსებულია  ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტების დროს დაკარგული მოქალაქეების მუდმივად განახლებადი სია, რომელიც 7621 სახელს შეიცავს. მათი უმრავლესობა ჩეჩნეთის მაცხოვრებელია. „კავკაზსკი უზელის“  ცნობა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ