უკრაინის გენერალური პროკურორი გია ცერცვაძის გათავისუფლების გარანტიას იძლევა" />

ყოფილ ქართველ სპეცრაზმელს პატიმრობიდან სავარაუდოდ ხვალ გაათავისუფლებენ

უკრაინის გენერალური პროკურორი გია ცერცვაძის გათავისუფლების გარანტიას იძლევა

ყოფილ ქართველ სპეცრაზმელს გია ცერცვაძეს პატიმრობიდან ხუთშაბათს გაათავისუფლებენ. განცხდება ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში პარტია ევროპული საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამის გარანტია მას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მისცა.

გივი თარგამაძის თქმით, ლუცენკო  უკრაინის „ქართული ლეგიონიდან“ წერილს ელოდება, რომელიც დაადასტურებს, რომ გია ცერცვაძე ანტიტერორიოსტულ ოპერაციაში ნამდვილად მონაწილეობდა და ცერცვაძის გათავისუფლება სწორედ ამის საფძველზე მოხდება. თარგამაძემ სოციალურ ქსელებში ლუცენკოსთან შესამაბისი მიმოწერის სქრონშოტიც გამოაქვეყნა.

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საკითხზე გუშინ დღის ბოლოს განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გააკეთა. უწყებამ  პოლიტიკოსებს მოუწოდა, ამ თემაზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

“საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული. პრემიერი სრულად იზიარებს ამ პოზიციას, ” – განაცხადეს პრემიერის პრესსამსახურში.

ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიცია მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობა ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პარლამენტში მისვლას ითხოვს. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

თავად მმართველ გუნდში კი განმარტავენ,რომ გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული და მასზე არც რუსეთს  მიუწვდება ხელი. იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ცერცვაძის ინტერესების დასაცავად ნაბიჯები უკვე გადადგა.

„ამისთვის ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება… ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო“- თეა წულუკიანმა

გიორგი ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით გუშინ საპროტესტო აქციები კიევსა და თბილისში გაიმართა. „არ გადასცე გია ცერცვაძე რუსეთს“  – ამ სახელწოდებიტ აქცია თბილისში ს  შსს შენობასთან გაიმართა, სადაც  სამართალდამცავებსა და ქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

კიევში  საქართველოს საელჩოსთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ოფიცრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისგან საქართველოს მოქალაქის დაცვა მოითხოვეს.

საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ კიევის ჟულიანის აეროპორტში, რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანია, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ცერცვაძე ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება. მისი ადვიკატის და ოპოზიცის წარმამოდგენელთა განცხადებით, ცერცვაძის პირადი მონაცემები რუსეთს საქართელსო ხელისუფლებამ გადასცა.


ასევე წაიკითხეთ