ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ პრემიების გადაცემის ცერემონია გაიმართა" />

ოქროს გლობუსი 2018: ჰოლივუდის ვარსკვლავები შავი ფერის სამოსით გამოცხადდნენ

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ პრემიების გადაცემის ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ პრემიების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ეს პრემია ამერიკულ კინოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა. მას ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ანიჭებს.

ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა ინგლისელი რეჟისორის, მარტინ მაკდონაჰის ფილმმა „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისურიში“. ამავე ფილმმა მიიღო „ოქროს გლობუსის“ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოც – პრიზი საუკეთესო დრამატული ფილმისთვის.

რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის „უსიყვარულომ“, რომელიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის პრეტენდენტი იყო, ადგილი დაუთმო გერმანულ ფილმს – „ზღვარზე“.

ცერემონიაში მონაწილე მსახიობების უმეტესობა შავ ფერში იყო გამოწყობილი. ამით მათ მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოდესმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.

ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ლოს-ანჯელსის იმ სასტუმროს სცენიდან,  სადაც ცერემონია ტარდებოდა, თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა იმ ქალებს, რომლებმაც სექსუალური ძალადობის შესახებ გადაწყვიტეს მოეთხროთ. ამის შესახებ CNN იუწყება.

ამერიკულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ბოლო თვეების განმავლობაში განხილვის მთავარი თემა სექსუალური ძალადობის პრობლემაა. ამგვარი ბრალდებების გამო, კინოინდუსტრიის ერთდრულად რამდენიმე მსხვილმა მოღვაწემ დაკარგა მრავალმილიონიანი კონტრაქტები და რეპუტაცია.

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მას ათეულობით მასხიობმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. კევინ სპეისი, რომელმაც პოპულარულ სერიალში „ბანქოს სახლი“ მთავარი როლი შეასრულა, „ემის“ ჯილდო ვერ მიიღო, რადგან 15-მა ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხდა, რომ სპეისი მათზე ძალადობას შეეცადა. მსახიობმა ქამინგ-აუთი გააკეთა, საკუთარი ჰომოსექსუალობა აღიარა, მაგრამ ამან ის „ბანქოს სახლის“ მფლობელებთან, სერვის Netflix-თან კონტრაქტის დარღვევისგან ვერ იხსნა.

#Metoo – დაზარალებული ქალების მხარდამჭერი გლობალური აქციის სახელწოდება – 2017 წლის ყველაზე პოპულარულ სიტყვად იქცა.


ასევე წაიკითხეთ