რუსული - მხოლოდ მე-5 კლასამდე და 2020 წლამდე" />

უკრაინა რუსულ ენას ემშვიდობება

რუსული - მხოლოდ მე-5 კლასამდე და 2020 წლამდე

ფოტო: ვლადიმირ სინდეევი / ТАСС

უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში  შეიტანა შესწორებები, რომლებიც სკლაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე სწავლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

ეს შესწორებები პირველ რიგში რუსულ ენას ეხება.

ამგვარად, 2018 წლამდე სკოლაში რუსულ ენაზე სწავლება მხოლოდ მეხუთე კლასამდე გაგრძელდება, 2020 წლიდან კი სრულიად შეწყდება.

განათლების შესახებ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებები გამონაკლისს უკრაინის მხოლოდ ორი ეთნიკური უცირესობისთვის ითვალისწინებს – ყირიმელი თათრებისა და კარაიტებისთვის.

მ გადაწყვეტილებას რუსეთსა და უკრაინაში სხვადასხვაგვარად შეხვდნენ.

უკრაინაში ამ სიახლეების მომხრეები მათ აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს, და  ახლახან ის  კანონმდებლობით აღიარეს აგრესორ ქვეყნად.

რუსეთში  Gazeta.ru-ს შემდეგი ციტატა სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებული  მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სახასიათო რეაქციად შეიძლება მივიჩნიოთ: „ენობრივი პრინციპით დისკრიმინაცია საზოგადოების ტოტალურ გაუნათლებლობასა და დაპირისპირების გამწვავებას გამოიწვევს“.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ენობრივი ნიშნით შევიწროვება გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის მიზეზი, თუმცა ამ  მოქმედებების დასაწყისში ამგვარი შემთხვევები უკრაინაში არ დაფიქსირებულა.

ევროპაში ახალი შესწორებების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს რუმინეთმა და უნგრეთმა, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს უკრაინის რუმინული და უნგრული უმცირესობების უფლებების შელახვაა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ