აქ ყველა შენობის მთავარი მშვენება აივნებია. ეს ელემენტი ძველად აუცილებელი იყო - ახლა კი სავალდებულოდ მიიჩნევა" />

კერძო სახლების ქალაქი სომხეთში – გორისი ფოტოებით

აქ ყველა შენობის მთავარი მშვენება აივნებია. ეს ელემენტი ძველად აუცილებელი იყო - ახლა კი სავალდებულოდ მიიჩნევა

გორისი კერძო სახლების ქალაქად ითვლება. სახლები სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ ერთი სტილითაა ნაგები, რაც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ამ ქალაქის ერთ-ერთი თავისებურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ გორისში მშენებლობა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, ქალაქის დაარსების თარიღად მაინც 1870 წელი მიიჩნევა.

1870 წელს გორისმა მეფის რუსეთის ელიზავეტოპოლის გუბერნიის ზანგეზურის მაზრის ცენტრის სტატუსი მიიღო და ამ მხარეების ბევრმა მდიდარმა მცხოვრებმა ამ ქალაქში თავისთვის კერძო სახლების მშენებლობა დაიწყო.

ამ სახლებმა დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი იერი, გორისის მცხოვრებნი კი მათ ძველი მფლობელების სახელებს უწოდებენ. მაგალითად, აქ შეხვდებით მელიქ ხუსენიანის სახლს, გალუსტ ბადირიანის სახლს, იოლიანების სახლს და ა.შ.

ამ შენობების მთავარი პეწი კი აივნებია, რომლებიც გორისში ამჟამად მშენებარე სახლებისთვისაც კი აუცილებელ შტრიხს წარმოადგენს.

ძველ აივნებს აღდგენისას გორისის ბევრი მცხოვრები მე-19 საუკუნეში პოპულარულ, ზანგეზურული ორნამენტებით მორთულ მოაჯირებს უნარჩუნებს.

ამ შენობებს აივნები ეზოს მხარესაც აქვს. როგორც მერიის ჩინოსნები ირწმუნებიან, გორისის სახლების ყველა აივანი მათი ყურადღების ცენტრშია და ნებისმიერ ფასად შენარჩუნდება.

გორისის მერიის მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელის, არქიტექტორ გარეგინ პარსიანის თქმით, უახლოეს მომავალში ქალაქის ისტორიული ცენტრის რესტავრაცია იგეგმება. აღდგება ძველი აივნები, კერძო სახლების ფასადები და ტროტუარები. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ზუსტად შენარჩუნდება ქალაქის თვითმყოფადი იერი, რაც კარგი მაგალითია ერევნისათვის, სადაც ყველა ძელ შენობას მეთოდურად ანგრევენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ