პოლიციამ დილიდან დაიწყო მოძრაობის წევრების დაკავება, მაგრამ მოძრაობის ლიდერმა მშვიდობიანი მსვლელობის გაგრძელების ნებართვას მიაღწია " />

სომხეთში დემონსტრაცია გრძელდება

პოლიციამ დილიდან დაიწყო მოძრაობის წევრების დაკავება, მაგრამ მოძრაობის ლიდერმა მშვიდობიანი მსვლელობის გაგრძელების ნებართვას მიაღწია

ნიკოლ პაშინიანი, რომელიც დაუმორჩილებლობის მოძრაობას უდგას სათავეში და გუშინ ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა, დემონსტრანტების დიდ კოლონასთან ერთად დილიდან ერვნის ცენტრში გადაადგილდება.

Նստացույց Պետական Համալսարանի մոտ

Posted by Ջեմնյուզ – JAMnews Armenian on 2018 წლის 18 აპრილი, ოთხშაბათი

პოლიციამ დილიდან დაიწყო მოძრაობის იმ მონაწილეთა დაკავება, რომლებიც ქუჩების გადაკეტვას ცდილობენ. გუშინ ხალხმრავალი მიტინგის დროს გამოაცხადეს, რომ ქუჩების გადაკეტვასა და მოძრაობის პარალიზებას ისევ გააგრძელებენ და დღეს დილის 10:00 საათიდან დემონსტრანტები ამის გაკეთებას ცდილობენ.

პოლიცია აცხადებს, რომ ზოგიერთი ქუჩაზე მოძრაობა უნდა გახსნას, რის  გამოც ის მოქალაქეები ფერხდებიან, ვინც მათ წინააღმდეგობას უწევს.

პაშინიანმა უკვე შეძლო, რომ პოლიციელები დაერწმუნებინა, და თავისი მეთაურობით დიდი კოლონის მშვიდობიანი მსვლელობის ნებართვა მიიღო.  

პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ პოლიციის კორდონი დღეს მოიხსნა, აქ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იმყოფება. უფრო მეტი პოლიციელი მეორეხარისხოვან ქუჩებზეა თავმოყრილი.

მოძრაობის ლიდერი რუპორით ხელში  აქციის მონაწილეებს გამუდმებით ახსენებს:

„პოლიციელებისადმი პატივისცემით მოქცევა, და არავითარი ძალადობა. ჩვენი ბრძოლა მიმართულია სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ, რომელიც გუშინდელი დღიდან პრემიერ-მინისტრია. ჩვენ პოლიციელებს არ ვებრძვით“.

პაშინიანი პროტესტის მონაწილეებს დროდადრო ასევე მოუწოდებს, რომ ჰიგიენური ნიღბები მოიხსნან, რადგან მათ საშიში არაფერი აქვთ – აქცია მშვიდობიანია და პოლიცია მათ მიმართ სპეციალურ საშუალებებს არ გამოიყენებს. მაგრამ ჟურნალისტები იუწყებიან, რომ პოლიციელებს აირწინაღები დაუნახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება გამორიცხული არ არის.  

სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს. JAMnews მოვლენების განვითარებისთვის თვლ-ყურის დევნებას აგრძელებს.

დაუმორჩილებლობის მოძრაობის დაწყებისა და ბოლო დღეების მოვლენების შესახებ იხილეთ JAMnews მასალებში: 

სომხეთში დაკავებულები არიან პარტიის წევრები, რომლებიც სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ გამოდიან

ერევანი: ოპოზციამ სერჟ  სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო

ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა   

ერევანში მეპროტესტეები ღამეს პარლამენტის წინ კარვებში გაათენებენ, რათა 17 აპრილს დეპუტატები შენობაში არ შეუშვან   

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრი გახდა. JAMnews-ის რეპორტაჟი: პროტესტის მეხუთე დღე სომხეთში

შოუ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად, სომხეთში

ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

ამავე თემაზე

ადრეული სექსი - რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში

ადრეული სექსი - რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში

ვითარება სომხეთში. ათასობით მომიტინგე სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა

ვითარება სომხეთში. ათასობით მომიტინგე სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

სომხეთის ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ მისცა ხმა

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ მისცა ხმა

სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს

სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს

სომხურმა ოპოზიციამ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო

სომხურმა ოპოზიციამ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო


ასევე წაიკითხეთ