პრემიერ-მინისტრმა სარგსიანმა, რომლის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის მოძრაობა, განაცხადა, რომ მას იძულებითი ღონისძიებების გამოყენება არ სურს" />

სომხეთში, მერვე დღეა, პროტესტი გრძელდება

პრემიერ-მინისტრმა სარგსიანმა, რომლის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის მოძრაობა, განაცხადა, რომ მას იძულებითი ღონისძიებების გამოყენება არ სურს

უკვე მერვე დღეა, სომხეთში დაუმორჩილებლობის მოძრაობა მიმდინარეობს. მისმა ორგანიზატორებმა ამას „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდეს და ამ მოვლენის მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ. მოძრაობაში ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

მოძრაობის ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ნერვების ბრძოლა იწყება. თავისი აქციებით, რომლებიც დედაქალაქში მოძრაობისა და ხელისუფლების ყველანაირი საქმიანობის პარალიზებას მოახდენს, დაუმორჩილებლობის მოძრაობა საკუთარი მიზნის მიღწევას შეეცდება – პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომას.

თავად სარგსიანმა ერევნის ტელეკომპანია „შანტ“-თან ინტერვიუში სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა:

 „იძულებითი ღონისძიებების გამოყენების სურვილი არ მაქვს, მაგრამ ქვეყანაში განუკითხაობა ვერ დაისადგურებს. საზოგადოებაში, არამხოლოდ სომხეთში, საჩივარი ყოველთვის არსებობს… სამწუხაროდ, ცხოვრების დონე ადამიანებს ისევ არ აძლევს საშუალებას, რომ ყველა სურვილი დაიკმაყოფილონ. თუმცა, პრობლემა აქ არც უკმაყოფილებაა და არც ცვლილებები.   

 თავადაც ხედავთ, თუ ამ წლების განმავლობაში რამდენად გაიზარდა მოქალაქეებისთვის საჩივრის ან უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობა. უკვე მრავალი წელია, სომხეთში ადამიანების მიერ უკმაყოფილების გამოთქმის სურვილს წინააღმდეგობა არ შექმნია, გარდა არამშვიდობიანი გზისა. ვფიქრობ, ეს ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია და ხალხისთვისაც. პრობლემა ის არის, თუ რამდენად შესაბამისობაშია კანონთან ამ უკმაყოფილების და პროტესტის გამოხატვა“.

სარგსიანს მიაჩნია, რომ ხალხის სიბრძნე მათ სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს:

„მათი პროტესტის, მიტინგების, მსვლელობების და ა. შ. ფორმა რაღაც დონემდე ზღუდავს საზოგადოების დანარჩენი ნაწილისა და სხვა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს, და არსებობს რაღაც ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯონ“.

მოძრაობის აქტივისტები ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აგრძელებენ ქუჩების გადაკეტვას. პოლიცია ჯერჯერობით ახერხებს გადაკეტილი ქუჩების გახსნას და მოძრაობის აღდგენას. ამავდროულად პოლიცია რუპორებით აცხადებს, რომ აქცია უკანონოა, და მონაწილეებს დააკავებენ, რაც პერიოდულად ხდება კიდეც.

JAMnews  მოძრაობის დაწყების პირველი წუთებიდანვე აშუქებს მომხდარის ყველა წვრილმანს, ახლა კი მოვლენათა განვითარებისთვის თვალ-ყურის დევნებას აგრძელებს.

სომხეთში დაკავებულები არიან პარტიის წევრები, რომლებიც სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ გამოდიან

ერევანი: ოპოზციამ სერჟ  სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო

შოუ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად, სომხეთში

 ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა

ერევანში მეპროტესტეები ღამეს პარლამენტის წინ კარვებში გაათენებენ, რათა 17 აპრილს დეპუტატები შენობაში არ შეუშვან    

სომხეთის ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

ხავერდოვანი რევოლუციის მეექვსე დღე

„ხავერდოვანი რევოლუციის მეექვსე დღე. მოვლენების ქრონოლიგია“

ერევანში მეპროტესტეები ღამეს პარლამენტის წინ კარვებში გაათენებენ, რათა 17 აპრილს დეპუტატები შენობაში არ შეუშვან 

 სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრი გახდა. JAMnews-ის რეპორტაჟი: პროტესტის მეხუთე დღე სომხეთში

ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

Related Posts

"ახალი კასაბლანკას" ჯაშუშური ვნებები

"ერთი კავკასია" მარნეულში

HRW: მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია

HRW: მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია

რა უნდა ვიცოდეთ ბელარუსის საპროტესტო აქციების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ბელარუსის საპროტესტო აქციების შესახებ

სამართალდამცავი ორგანიზაცია „Freedom House“-ის ყოველწლიურ ანგარიშში აზერბაიჯანი „არათავისუფალ ქვეყანად დარჩა“

სამართალდამცავი ორგანიზაცია „Freedom House“-ის ყოველწლიურ ანგარიშში აზერბაიჯანი „არათავისუფალ ქვეყანად დარჩა“

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ მისცა ხმა

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ მისცა ხმა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ერთადერთი კანდიდატი ჯერჯერობით ნიკოლ პაშინიანია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ერთადერთი კანდიდატი ჯერჯერობით ნიკოლ პაშინიანია

შეიცვლება თუ არა საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესი

შეიცვლება თუ არა საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ