22% ახლანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ ჩავარდნად ცუდ მართვას მიიჩნევენ " />

სომხეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთავრობას ენდობა – გამოკითხვის შედეგები

22% ახლანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ ჩავარდნად ცუდ მართვას მიიჩნევენ

სომხეთში გამოკითხულთა 72 პროცენტი მთავრობას ენდობა. ამავდროულად 22 პროცენტი ახლანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ ჩავარდნად ცუდ მართვას მიიჩნევს. ცნობილი გახდა საერთაშორისო  რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი გამოკითხვების ცენტრის ახალი გამოკვლევის შედეგები.

რევოლუციის შემდეგ: ახალი სომხეთის ცხოვრების პირველი წელიწადი

სომხეთში შიშობენ, რომ მთავრობა მკაცრი ცენზურის შემოღებას ცდილობს

გამოკითხვის წვრილმანები ციფრებში

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იუწყება:  ეკონომიკის უსწრაფესად განვითარების თაობაზე არსებული გარკვეული შიშების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა სომხეთის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

გამოკითხულთა 72%-მა პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტისადმი ნდობა გამოხატა. სინამდვილეში ეს შეიძლება ჩაითვალოს ნდობად ახლანდელი პრემიერის ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობისადმი, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ მოვიდა.

მთავრობის მუშაობის შეფასების ძალიან მნიშვნელოვან კრიტერიუმი აღმოჩნდა კორუფციასთან ბრძოლა. გამოკითხულთა 59%  მიიჩნევს, რომ მთავრობა კორუფციასთან ბრძოლაში საკმარის ძალისხმევას ავლენს.

 გამოკითხვის მონაწილეთა 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 12 პუნქტით დაიწია.

60%-ზე მეტ გამოკითხულს სურს, რომ მთავრობამ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები, არა თანდათან, არამედ რაც შეიძლება, სწრაფად გაატაროს.

„სომხეთის ხალხის მიერ გამოხატული კეთილი ნება მთავრობას იმის  უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს, რომ ძირეული რეფორმები გაატაროს და ადამიანების კეთილდღეობა გააუმჯობესოს… მთავრობის რეფორმის გატარებას გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის და სამთავრობო რეფორმის პროგრამების განსახორციელებლად“, – თქვა ევრაზიის რეგიონის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა სტივენ ნიკსმა.

რით არიან უკმაყოფილოები ადამიანები

მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნის შესახებ ლაპარაკისას, გამოკითხულებმა ცუდ მართვაზე მიუთითეს. ეს გამოკითხულთა 22%-ის აზრია. 

გარდა ამისა, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც სწამთ, რომ ქვეყანაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, 72% -დან 53%-მდე შემცირდა.

რესპონდენტების აზრით, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მთავრობამ, პირველ რიგში, შემდეგი პრობლემები უნდა გადაჭრას:

• სამუშაო ადგილების შექმნა (30%),

• სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა (18%),

• ხელფასების მატება (14%),

• პენსიების მატება (12%).

როგორ ტარდებოდა სოციალური გამოკითხვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი – ეს არაკომერციული ორგანიზაციაა. ის აცხადებს, რომ მისი მიზანია – „ცალკეული ქვეყნებისთვის დემოკრატიის შენებაში დახმარების გაწევა“. ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალიასკის შტატის სენატორი დენ სალივანია.

სომხეთში მონაცემთა შეკრება სომხეთის სოციოლოგიურმა ასოციაციამ განახორციელა. მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2019 წლის 6 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდში „პირისპირ“ ჩატარებული გამოკითხვით, ინტერვიუერების სახლებში შეგროვდა.

რესპონდენტთა შერჩევა სომხეთის 1200 მცხოვრებლიდან, 18 წლის და უფრო უფროსი ასაკის ადამიანებს შორის მოხდა.

გამოკითხვა დაფინანსებული იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.


ასევე წაიკითხეთ