თანხის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს მოხმარდება " />

სომხეთის მთავრობა რეგიონების განვითარებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

თანხის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს მოხმარდება

სომხეთის მთავრობა წელს რეგიონებისთვის 10 მილიარდი დრამის (20 მილიონი დოლარის) ოდენობის სუბვენციის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოლქების, ქალაქებისა და სოფლების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

სუბვენციები – ეს არის ცალკეული მიზნობრივი პროექტების განსახორციელებლად  განკუთვნილი ფულადი სახსრები.  ამ თანხის დაბრუნება საჭირო აღარ იქნება, თუკი მიზნიდან გადახვევა არ მოხდება. 

რაში დახარჯავენ ფულს

ამ თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს მოხმარდება, – განაცხადა იმავე შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა. ამან ხელი უნდა შეუწყოს რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას.

ხელისუფლება აღიარებს, რომ დაგროვილია მრავალი პრობლემა და მათი გადაწყვეტა ოლქების ხელმძღვანელების საქმეა. რევოლუციის შემდეგ სომხეთის პრაქტიკულად ყველა სოფელსა და ქალაქს ხელმძღვანელები შეეცვალა.

სომეხი სპეციალისტების ჯგუფი სირიაში ჰუმანიტარული მისიით ჩავიდა

რატომ იწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადატანის მონიტორინგის შესახებ დადებული შეთანხმება ამდენ დავას?

 „ჩემი აზრით, თემის საშუალოსტატისტიკური ხელმძღვანელი სწორედ ამ თემის მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს. ჩვენ რეგიონებში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, თუმცა რომელ თემშიც უნდა გაემგზავრო, ნახავ ობიექტებს, რომელიც თემის ხელმძღვანელს ან მის ნათესავებს ეკუთვნის. ეს უცნაური სიტუაციაა. და საოცარია, რომ თემის მაცხოვრებლები ამას ეგუებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო სამსახური ბიზნესი არ არის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუღებლად მიიჩნევს, როდესაც ჩინოვნიკები სახელმწიფო სამსახურთან ერთად გამდიდრებასაც ასწრებენ და საამისოდ სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებენ:

 „მინდა აღვნიშნო, რომ თემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახელმწიფო სამსახური… არ შეიძლება და არც უნდა აღიქმებოდეს როგორც ბიზნესსაქმიანობა. სახელმწიფო სამსახურს საფუძვლად საზოგადოების გამდიდრება უდევს“.

თემების კიდევ ერთი პრობლემა – ნაგვის გატანაა

ფაშინიანის აზრით, სომხეთის თემების არსებითი პრობლემების რიცხვშია ნაგვის შეგროვებისა და გატანის პრობლემა:

„მხოლოდ მაშინ მივიჩნევ, რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ, როდესაც სომხეთს ნაგვისგან, დაჟანგებული დახლებისა და მანქანის ძარებისგან გავწმენდთ. ეს რეალურად ის სფეროა, რომელშიც მთავრობამ და თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ“.


ასევე წაიკითხეთ