საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა" />

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. პოლიტიკოსები საარჩევნო უბნებზე. ფოტო და ვიდეო

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა

მასალას დღის განმავლობაში დაემატება ახალი ფოტოები და ვიდეოები

 

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.

საარჩევნო უბნები 8 საათისთვის გაიხსნა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობამ 6 პროცენტი შეადგინა. ეს ოთხი პროცენტით ნაკლებია იმ აქტივობასთან შედარებით, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო. 2012 წელი აქტივობის მიხედვით რეკორდული იყო.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლის. მარგველაშვილმა თქვა, რომ შემოხაზა “კანდიდატი, რომელსაც ეყოფა გამბედაობა და ყველას პრეზიდენტი იქნება”.

მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წლის განმავლობაში იყო. ის პირველი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა საკუთარი ნებით.

ვიდეო: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე. ავტორი: დავით ფიფია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მეორე ტურის ალბათობა მინიმალურია, თუმცა ეს ალბათობა არსებობს.

ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე. ავტორი: თორნიკე მანდარია

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე. ფოტო: თორნიკე მანდარია/ JAMnews

არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. REUTERS/ირაკლი გედენიძე 

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხმა მისცა “დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს”:

სალომე ზურაბიშვილი. REUTERS/დავით მძინარიშვილი

გრიგოლ ვაშაძე, “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი სახელისუფლებო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის მთავარი კონკურენტია (გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ბირთვია ექს-პრეზიდენტ მიხეილ-სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”).

საარჩევნო უბანზე მისულმა, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება:

გრიგოლ ვაშაძე. REUTERS/თორნიკე ტურაბელიძე

ესეც ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან და მისი მეუღლე. ბაქრაძე რეიტინგული კანდიდატების სამეულში შედის:

დავით ბაქრაძე, REUTERS/დავით მძინარიშვილი

არჩევნებში ხმას აძლევს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი. იგი ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეუღლეა.

ნინო ანანიაშვილმა მოსახლეობას მიმართა: “დებო, ძმებო, ნუ დაიზარებთ, მოდით არჩევნებზე და თქვენი არჩევანი გააკეთეთ” – მიმართა მან მოსახლეობას.

 


ასევე წაიკითხეთ