ამ ორიგინალური იდეის განხორციელებაში მამა იოანეს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დაეხმარა" />

საქართველოში მღვდლებმა სოფლის სკოლების თავზე ვერტმფრენიდან კანფეტები ჩაყარეს

ამ ორიგინალური იდეის განხორციელებაში მამა იოანეს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დაეხმარა

კახეთში (აღმოსავლეთი საქათველო) მღვდელმსახურებმა მრევლთან ურთიერთობის უცნაური ფორმა აირჩიეს.  

მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე სოფლის სკოლის მოსწავლეები პირდაპირ ჰაერიდან ეკურთხებინათ – ისინი ვერტმფრენში ჩასხდნენ და სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს ნაკურთხ წყალს ასხამდნენ.
წყლის რიტუალის შემდეგ კი მოსწავლეებს კანფეტები დააყარეს.

როგორც მამა იოანემ თქვა, მან სკოლის დირექტორს მოსწავლეების გარეთ გამოყვანა სთხოვა.

“მომდევნო წელს სხვა სკოლებსაც ვაკურთხებთ ჰაერიდან, შემდეგ კი, კანფეტებს დავურიგებთ“, – აღნიშნა მან.

საინტერესოა, რომ ამ ორიგინალური იდეის განხორციელებაში მამა იოანეს დაეხმარა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომელმაც მას ვერტმფრენი დაუთმო.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უკვე გაათავისუფლეს სასაზღვრო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი. საქმე ის არის, რომ სამსახურის ვერტმფრენის ბორტზე უცხო პირების დაშვება აკრძალულია.

გენერალური ინსპექცია მოცემულ ფაქტს უკვე იძიებს.

აღმოჩნდა, რომ ეს მღვდლების მიერ მესაზღვრეების ვერტმფრენით სარგებლობის პირველი შემთხვევა არ არის.  

ინტერნეტგამოცემა” ნეტგაზეთთან” ინტერვიუში მიტროპოლიტმა სერგეიმ განაცხადა, რომ ხანდახან მღვდელმსახურებს საშუალება აქვთ ხატებთან ერთად გადაუფრინონ ეპარქიას, რათა ის მტრებისგან დაიცვან – “თუმცა ეს ხშირად არ ხდება”- დააზუსტა მიტროპოლიტმა


ასევე წაიკითხეთ