კანონი ძალაში უკვე 21 ნოემბერს შევა " />

საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალება

კანონი ძალაში უკვე 21 ნოემბერს შევა

საქართველოში, დაუფასოებელი თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტისთვის საჭირო სითხეების გაყიდვა აიკრძალება.

შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შევა და ის უკვე 2019 წლის 21 ნოემბერს ამოქმედდება.

იკრძალება ნებისმიერი სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა და მიწოდება – ჩიბუხის, სიგარეტისა თუ ჩილიმის.

თამბაქოს გაყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაფასოებული სახით, 50 ან 100-გრამიანი შეფუთვით.

თამბაქოს უნდა ჰქონდეს აქციზური მარკა, ასევე, შეფუთვაზე უნდა ეწეროს, რომ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

კანონდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ორი ათას ლარამდე (დაახლოებით 700 დოლარს). განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

• 2018 წლის 1 მაისიდან, საქართველოში სრულად აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში.

• მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, ქვეყანაში მუდმივად ზრდიდნენ აქციზური მარკის საფასურს თამბაქოს პროდუქციაზე (ფილტრიანსა და უფილტროზე), სიგარეტების ფასი გაორმაგდა და გასამმაგდა. საშუალოდ ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი საქართველოში 6 ლარი (დაახლოებით, 1,5-2 დოლარი) ღირს.

• სიგარეტის გაძვირების გამო, საქართველოში ბევრმა სწორედ დაუფასოებელი თამბაქოს ყიდვა და მისგან სიგარეტების დამზადება დაიწყო.

• ხელისუფლება ამბობს, რომ აქციზის საფასურის გაზრდით, მოწევას ებრძვის.


ასევე წაიკითხეთ