ვიდეო და ფოტო " />

საქართველოს ამ მაღალმთიან სომხურ სოფელში აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ

ვიდეო და ფოტო

2019 წელს სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ აღდგომა 21 აპრილს აღნიშნა. ამ დღეს, ტრადიციის მიხედვით, იხსენებენ ქრისტეს აღდგომას და აღნიშნავენ ეკლესიის დაარსებასა და გაძლიერებას.

საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის რაიონში, სომხურ სოფელ კუმურდოში ძველ ტრადიციებს იცავენ. აქ აღნიშნავენ არა მხოლოდ თვითონ აღდგომის დღეს, არამედ, შემდეგ სამ კვირა დღესაც.

აღდგომის შემდეგ კვირა დღეს აშხარამატრანი ეწოდება, რაც მწვანე აღდგომას ნიშნავს. ამ დღეს იხსენებენ პირველ ქრისტიანულ ეკლესიას, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა დააფუძნეს. დასახელება „მწვანე“ დაკავშირებულია მწვანე ბუნებასა და ცხოვრებასთან.

მესამე კვირა დღეს წითელი აღდგომა ჰქვია და მასაც აღნიშნავენ. სოფელი კუმურდო ამ რეგიონის სხვა დასახლებებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ თითოეული საეკლესიო ცერემონია და სახალხო ტრადიცია განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და ზარზეიმით აღინიშნება. საეკლესიო დღესასწაულები კუმურდოში ნამდვილი ეროვნული ზეიმია.

• ჭამე, ილოცე, დალიე – სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

• აღდგომა და ებრაული პასექი – რა აქვთ საერთო და რა განასხვავებთ

ეს სამი დღესასწაული ადგილობრივი გოგოებისა და ბიჭებისთვის ერთმანეთის ნახვის იშვიათი შესაძლებლობაა, იმდენად, რამდენადაც აქ მკაცრი ტრადიციებია და მას ძველებურად იცავენ. JAMnews-ს ბებია ვარდუშმა განუცხდა:

„ჩვენს სოფელში გოგოები სახლიდან არ გამოდიან. სად შეიძლება ისინი ბიჭებმა ნახონ, თუ არა ასეთ დღესასწაულზე?“.

იმ დროს, როდესაც მამაკაცები მსხვერპლშესაწირს ამზადებენ, ქალები მაგიდას შლიან, ბავშვები კი თამაშობენ და დარბიან მთელ სოფელში.

შემდეგ იწყება აღნიშვნა – და პირველ რიგში, ცეკვები ეროვნულ და თანამედროვე სიმღერებზე.

აქ ერთი ასეთი ტრადიციაც არსებობს:  ახალგზრდა პატარძლების დედამთილები მუსიკას უკვეთავენ, რძლებს საცეკვაოდ იწვევენ, და ხელში  ფულს უდებენ (ხალხში ამას შაბაშს ეძახიან). ახალგაზრდა ქალები თვალებდახრილები უნდა იყვნენ.

ამ სოფელშია ადგილობრივ სომხურ საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული ტაძარი – სურბ ხაჩი. ის 2017 წელს ძმების, საიატ და ხაჩიკ საარიანების თანხებით აშენდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ