ვიდეო გამოკითხვა ვლადიკავკაზში: რას ფიქრობენ ჩრდილოელი ოსები სამხრეთი ოსეთის რუსეთის ნაწილად გახდომის ინიციატივის შესახებ" />

სამხრეთი ოსეთი, როგორც რუსეთის სუბიექტი – ამ რეფერენდუმის იდეა ისევ აქტუალურია

ვიდეო გამოკითხვა ვლადიკავკაზში: რას ფიქრობენ ჩრდილოელი ოსები სამხრეთი ოსეთის რუსეთის ნაწილად გახდომის ინიციატივის შესახებ

როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაარჩევნო სამხრეთ ოსეთში კვლავ  დღის წესრიგში დადგა რეფერენდუმის ჩატარების იდეა იმის თაობაზე, რომ სამხრეთი ოსეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს.

და როგორც ყველა წინა ჯერზე, ეს იდეა  სპიკერ ანატოლი ბიბილოვსა და და პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შორის ისევ პოლიტიკური „პინგ-პონგის“ საგნად იქცა. ოღონდაც ამჯერად ორივე მათგანი 2017 წლის 9 აპრილს დანიშნულ არჩევნებში სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის კონკურენტი კანდიდატების როლში გვევლინება.

10154631499075805_543963462_n

სამხრეთელი ოსი ორი ლიდერის ურთიერთდაპირისპირების საფუძველიც კი დიდწილად ამ იდეას უკავშირდება. მათი ურთიერთობის გამწვავების ქრონოლოგია დაახლოებით ამგვარად გამოიყურება:

  • 2014 წლის იანვარში სპიკერი ბიბილოვის პარტია „ედინაია ოსეტიამ“ სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება წამოაყენა.
  • პრეზიდენტმა თიბილოვმა და მისმა გუნდმა კატეგორიული ფორმით უარყვეს ეს ინიციატივა; მათ შორის გაისმა ხმამაღალი შეხსენებაც იმის შესახებ, რომ საგარეო პოლიტიკური საქმიანობა – მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის სფეროა.
  • პრეზიდენტმა თიბილოვმა მკაფიოდ განცხადა, რომ „გაერთიანების შესახებ ოსი ხალხის საუკუნეობრივი ოცნება არ შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტიისა და მისი ლიდერის მიერ იყოს მონოპოლიზებული“.
  • “ედინაია ოსეტიას“ კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა და რეფერენდუმის ჩატარება აეკრძალა.
  • 2016 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ეს ინიციატივა თავად აიღო და იმავე წლის აგვისტოში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების პირობა დადო
  • თიბილოვმა ამავდროულად წამოაყენა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის წინადადებაც, რომელიც პრეზიდენტისთვის იმ ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭებას გულისხმობდა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტისთვის სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიემართა. მაგრამ ეს ინიციატივა არ მიიღეს.

ამჯერად რუსეთთან შეერთების იდეა ისევ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა წამოწია.

„სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ალბათ უფრო 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება“, – განუცხადა მან 24 მარტს ადგილობრივ ჟურნალისტებს.

თიბილოვმა ასევე თქვა, რომ ამ თემაზე „ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს  შეთანხმება ჩემსა და პრეზიდენტ თიბილოვს შორის“. და დამატებით აღნიშნა, რომ რუსული კანონმდებლობა ამის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ „ყველაფერი მიმდინარე საერთაშორისო ვითარებაზეა დამოკიდებული“ და რომ მოუწევთ კონსულტაციების გავლა „რუს კოლეგებთან, რადგან ეს უშუალოდ რუსეთს ეხება“.

მომდევნო დღეს – 25 მარტს, პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდა და მათ სრულიად საპირისპირო რამ განუცხადა: რომ მას რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის იდეა „არათანადროულ განაცხადად“ მიაჩნია – იმ დროს, როდესაც რესპუბლიკა  სახელ სამხრეთი ოსეთის ალანიად შეცვლის რეფერენდუმისთვის ემზადება, და რომ სპიკერი, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ განცხადების გაკეთებამდე ჯერ მას უნდა შეთანხმებოდა.

სოციალურ ქსელებში პრეზიდენტს მაშინვე გულმავიწყობისთვის უსაყვედურეს და შეახსენეს, რომ სპიკერი 2017 წელს, უკვე დიდი ხანია, რაც ასეთი რეფერენდუმის ჩატარების წლად აცხადებს.

სამხრეთი ოსეთი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ინიციატივას, პირველ რიგში, შუაზე გაყოფილი ოსი ხალხის  – ანუ სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის გაერთიანების კონტექსტში განიხილავს.

სამხრეთი ოსეთის საზოგადოებაში ამ ინიციატივას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ემხრობა. JAMnews-მა გადაწყვიტა, გაერკვია, თუ როგორ აღიქვამენ ამ იდეას ჩრდილოეთ ოსეთში? ჩვენ ვლადიკავკაზის ქუჩებში ორი დღის განმავლობაში ვატარებდით გამოკითხვას და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვკითხეთ. მცირე პროპორციული დასკვნები – ნახეთ ვიდეოში.

ვიდეო გამოკითხვა ჩაატარა თამარ აგკაცევამ
  • როდესაც არაერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ სამხრეთ ოსეთმა საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამას 1991-1992 წლების ომი მოჰყვა, რომლის შედეგადაც, სხვადასხვა მონაცემებით, ორივე მხრიდან 200 ათასი ადამიანი იქცა დევნილად  და იძულებით გადასახლებულ პირად.
  • 2008 წლის აგვისტოში, ამჯერად – რუსეთის მონაწილეობით, მოხდა  ახალი ომი, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა.  ევროკავშირის  მიერ ვითარების გამოკვლევის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის ანგარიშის თანახმად, ოსური მხრიდან დაიღუპა  365 სამხედრო და სამოქალაქო პირი, ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი. დაიღუპა ასევე 67 რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი.  სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული სოფლების 80 ათასამდე მოსახლემ საკუთარი სახლები მიატოვა და დევნილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა რიგებს შეუერთდა.
  • 2008 წლის ოქტომბერში რუსეთმა სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ