2016 წელს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა" />

სამართალდამცავი ორგანიზაცია „Freedom House“-ის ყოველწლიურ ანგარიშში აზერბაიჯანი „არათავისუფალ ქვეყანად დარჩა“

2016 წელს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა

საერთაშორისო სამართალდამცავმა ორგანიზაცია „Freedom House“-მა გამოაქვეყნა ტრადიციული ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამინის უფლებების მდგომარეობის შესახებ. აზერბაიჯანმა თავის „არათავისუფალი ქვეყნის“ სტატუსი შეიანრჩუნა. ქვეყნის რეიტინგმა 100-დან სულ 16 პუნქტი შეადგინა და ცხრილში 211 ქვეყანასა და არაღიარებულ ტერიტორიებს შორის 189-ე ადგილი დაიკავა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2016 წლის სექტემბერში ჩატარებულ რეფერენდუმს. აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ალიევმა კონსიტუციაში შეტანილი შესწორებების საშუალებით კიდევ უფრო გაამყარა ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა. და თან ოპოზიციამ ამ შესწორებებს „რეაქციული“ უწოდა.

ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში უარესი სიტუაციაა, ვიდრე კუბაზე, ჩინეთსა და ირანში. ამავდროულად აზერბაიჯანის მეზობლები – სომხეთი და საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვში მოხვდნენ.

„Freedom House“-ის ახალ ანგარიშზე ბაქოს ოფიციალური რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, თუმცა გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ ორგანიზაციას „ანგარებიანი და პროამერიკული“ უწოდა.


ასევე წაიკითხეთ