უწყებამ ფოტოები გამოაშკარავებისთანავე წაშალა" />

ყალბი მასალები რუსეთიდან, რომელიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა

უწყებამ ფოტოები გამოაშკარავებისთანავე წაშალა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან და ტვიტერიდანაც ის სურათები წაშალა, რომლებიც თითქოს კოალიციის მხრიდან აშშ-ის მეთურობით „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისთვის დახმარების გაწევას ადასტურებს. როგორც “ნოვაია გაზეტა“  წერს, ეს დაახლოებით ერთ საათში მოხდა მას შემდეგ, რაც Conflict Intelligence Team (CIT)-ის გამომძიებელი-ჟურნალისტების ჯგუფმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს სურათები ყალბია.

CIT-ის მონაცემებით, ერთ-ერთი მათგანი მართლაც წარმოადგენს სმარტფონის თამაშიდან სკრინშოტს AC-130 Gunship Simulator, დანარჩენები კი ერაყის თავდაცვის სამინისტროს ვიდეორგოლებიდან არის ამოჭრილი, რომლებზეც 2016 წლის ივნისში ელ-ფალუჯას მახლობლად ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიმართ სროლებია ასახული.

“2017 წლის 9 ნოემბერს რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით გადაღებულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია, თუ როგორ გარბიან მრავალკილომეტრიან კოლონებად ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებული ფორმირებები რუსული ავიაციისა და სამთავრობო ჯარის დარტყმებისგან თავის დასაღწევად აბუ-ქემალიდან ვადი-ეს-საბახის მიმართულებით სირია-ერაყის საზღვრისკენ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხდებაში. უწყება ამტკიცებდა, რომ ბოევიკებს კორიდორი კოალიციამ გაუხსნა.

თავდაცვის სამინისტროში გამოქვეყნებული კადრების შესახებ ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ზაფხულში CIT-მა გამოავლინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ რეჟისორს ოლივერ სტოუნს უჩვენა „სირიაში ჩვენი ავიაციის მუშაობის კადრები“ , რომლებიც სინამდვილეში 2013 წელს ამერიკული ავიაციის ავღანეთზე შეტევას წარმოადგენდა.

“ჩვენ ყურადღებით ვუყურეთ, შევადარეთ მიწაზე დაცემების დინამიკა, მდებარეობა, გაფანტვა, და ვნახეთ, რომ ეს ავღანეთში ამერიკული ვერტმფრენის ცნობილი ნამუშევარია. ეს სრული სიზუსტით სწორედ ის ვიდეოა“, – უამბო „ნოვაია გაზეტას“ CIT-ის ხელმძღვანელმა რუსლან ლევიევმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეუძლია იმ ვიდეორგოლის სანდოობა დაადასტუროს, რომლის დემონსტრირებაც პუტინმა მოახდინა. მისი თქმით, „ეს მართლაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მასალები იყო“.


ასევე წაიკითხეთ