MH-17-ის ჩამოგდებაში ბრალდებულთა კონკრეტული სახელები წლის ბოლოს გამოცხადდება" />

რა არის ცნობილი დონბასის თავზე ჩამოვარდნილი „ბოინგის“ შესახებ სამი წლის შემდეგ?

MH-17-ის ჩამოგდებაში ბრალდებულთა კონკრეტული სახელები წლის ბოლოს გამოცხადდება

ფოტო: ანასტასია  ვლასოვა. გამოქვეყნდა Bird-in-flight

დღეს 17 ივლისს სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინის აღმოსავლეთით ცაში რაკეტამ ავიაკომპანია Malaysian Airlines-ის კუთვნილ სამგზავრო „ბოინგი 777“ ჩამოაგდო. დაიღუპა 298 ადამიანი. როგორც საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, თვითმფრინავი მიწიდან ჩამოაგდეს.

Bellingcat-ის საერთაშორისო საექსპერტო-ჟურნალისტურმა სამძებრო ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც  ამ საქმესთან პრორუსული სეპარატისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებებია განზოგადებული. მისი შედეგები აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

BBC-მ 72- გვერდიანი დოკუმენტი შეისწავლა – აი, მისი ძირითადი პუნქტები.

Bellingcat-ის მონაცემებით, MH17-ის  ჩამომგდები Бук კურსკის სამხედრო ნაწილს ეკუთვნის.

  • 2014 წლის 23-დან 25 ივნისამდე 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა  რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება რუსეთ-უკრაინის საზღვართან გადაიყვანეს. მათ შორის იყო სარაკეტო დანადგარი “Бук”, ნომრით -332.
  • 2014  წლის 17 ივლისს დანადგარი დონეცკში იდგა. იქ “Бук” სატვირთო მანქანის პლატფორმაზე აიტანეს. იქიდან ის, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, აღმოსავლეთისკენ გაემართა. “Бук”-ის ნომერი გადაშლილი იყო, თუმცა  Bellingcat-მა საღებავებისა და ნაჭდევების საშუალებით შეძლო ამ დანადგარის ამოცნობა.
  • დონბასში დანადგარის გადატანაზე პასუხისმგებელი იყო გადამდგარი რუსი ოფიცერი სერგეი დუბინსკი, ზედმეტ სახელად „მოღუშული“ ( „ხმური“).
  • იმავე დღეს სატვირთო „ბუკით“ ჩავიდა ქალაქ სნეჟნოეში, რომელიც დონეცკიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.
  • დაახლოებით 16:20, 17 ივლისს „ბუკმა“ჩამოაგდო ავიაკომპანია   Malaysian Airlines-ის კუთვნილი ბოინგი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა.   რეისი MH17-ის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა.  მათ შორის 196 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. ყველა მათგანი დაიღუპა.  

“მოღუშული”(” ხმური”),  იგივე სერგეი დუბინსკი. დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემდეგ ის მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა. ბიბისის ინფორმაციით ფოტო სოციალურ ქსელებში 2016 წლის აგვისტოშია გამოქვეყნებული.

 

გასული სამი წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება  ამ  ინციდენტთან საკუთარ კავშირს უარყოფდა.  უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ დადებულმა ვეტომ ამ მოვლენის გამოსაძიებლად გაეროს მის ფარგლებში ტრიბუნალის შექმნის საშუალება არ მისცა.  

ერთობლივი სამძებრო ჯგუფი იმ ქვეყნებისგან  შეიქმნა, რომელთა მოქალაქეებიც  MH-17-ის ბორტზე იმყოფებოდნენ – ნიდერლანდები, ავსტრალია, მალაიზია, ბელგია  და უკრაინა – ვის ტერიტორიაზეც ის ჩამოვარდა.

გასულ კვირას ჯგუფმა განაცხადა, რომ მალაიზიური ბოინგის დაღუპვაში ბრალდებულთა სასამართლო ნიდერლანდებში წლის ბოლოს დაიწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე Bellingcat-ის მიერ შეგროვილ მტკიცებულებებს “ფალსიფიცირებული უწოდა”.

მთელ ამ სისიულელეს – Bellingcat-ის წარწერით იმ ერთნახევარი  ათეული ბლოგერის დამატებითი შემოსავლებისთვის ამზადებენ, რომლებსაც, როგორც ხვდებით, მომხდარის რეალური ასპექტების შესახებ არანაირი მონაცემები და წარმოდგენა არ გააჩნიათ”, – განაცხადა 2016 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

“ბუკი რუსული იყო და ეს თვითმფრინავის განზრახ განადგურებაა”. წინასწარი გამოძიების ექვსი ძირითადი გარემოება. JAMnews, 2016 წლის 30 სექტემბერი


ასევე წაიკითხეთ