ამ კითხვას პასუხობს სომეხი გოგონა, რომელმაც კინორეჟისორის კარიერის დაწყება აშშ-ში გადაწყვიტა " />

რატომ მიემგზავრებიან ახალგაზრდები სომხეთიდან?

ამ კითხვას პასუხობს სომეხი გოგონა, რომელმაც კინორეჟისორის კარიერის დაწყება აშშ-ში გადაწყვიტა

კინორეჟისორი ვიქტორია ალექსანიანი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ორი თვით სამშობლოს – სომხეთს ესტუმრა. იქ ის აპირებს გადაიღოს  ფილმი, რომლის მთავარი გმირი მასავით ვერაფრით ეგუება თავის ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ ნორმებს.

ვიქტორიამ ჯერ კიდევ მოზარდობისას გააცნობიერა, რომ სომხეთში ცხოვრების სურვილი ნაკლებად ჰქონდა. ამჟამად ის ნიუ-იორკში ცხოვრობს. გენდერული უთანასწორობა, პროფესიული პერსპექტივის არქონა, მატერიალური ფაქტორი და საზოგადოებაში თვითრეალიზაციის შეუძლებლობა – ასეთია სამშობლოს დატოვების მისეული მოტივები.

თავისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვევლად ესახება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი ამბიციები და ცხოვრებისეული მოთხოვნილებები გაცილებით მაღალია, ვიდრე მისთვის დღესდღეობით  მშობლიურ ქვეყანას შეუძლია მიცემა.

 


ასევე წაიკითხეთ