ქართველი ექსპერტი – ყარაბაღის მოვლენების შესახებ" />

რას იზამს საქართველო, თუ ყარაბაღში ომი დაიწყო

ქართველი ექსპერტი – ყარაბაღის მოვლენების შესახებ

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი, ექსპერტი სერგი კაპანაძე თავის ფეისბუკ-გვერდზე ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კაპანაძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, საქართველო ამ პროცესების მიღმა ვერ დარჩება.

“ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება.დიდი შანსია,ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.თუ ომი გაჩაღდა,უნდა გვახსოვდეს,რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:

– ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?

– ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?

– ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?

– თუ ვატარებთ – ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?

– ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?

– რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე?

– ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს?

– როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს.

– როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივირებული ქმედებების შემთხვევაში?

– ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თანხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი?

– ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით.

– ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?

ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს. არ ვიცი, ამ ომში გამარჯვებული ვინ იქნება, მაგრამ დამარცხებული რომ საქართველო გამოვიდეს, დიდი ალბათობაა”, – წერს კაპანაძე.

 სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

 გამოქვეყნებულია: 02.04.2016


ასევე წაიკითხეთ