პარლამენტმა ახალ სპიკერად არჩილ თალაკვაძე აირჩია " />

ქართულმა ოპოზიციამ პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტმა ახალ სპიკერად არჩილ თალაკვაძე აირჩია

საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვა. მანამდე ოპოზიციონერებსა და უმრავლესობის წევრებს შორის დარბაზში ჩხუბიც მოხდა.

დღის წესრიგის დამტკიცებისასევროპულმა საქართველომრეზოლუციის საკუთარი პროექტი წარადგინა, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდა. მოთხოვნას მხარი არ დაუჭირესქართული ოცნებისდეპუტატებმა. ამ თემაზე დაწყებული შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ «ევროპული საქართველოს» წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, სხდომაში მონაწილეობას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან უმრავლესობის წევრები იმ საკითხის განხილვას არ აპირებენ, რომელიც “ახლა მთავარია მთელი საქართველოსთვის”. 

«განხილვასაც კი არ აპირებენ (შინაგან საქმეთა მინისტრის) გახარიას საკითხის. რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ?! ეს მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა “,განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

სხდომაზე გამოსულმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა 20-21 ივნისის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ “ნაციონალურ მოძრაობას” დააკისრეს. 

ვაღიარეთ და ათასგზის მოვიბოდიშეთ ამ დღეების განმავლობაში ის ძალიან ცუდი შეცდომა, რაც ამ დარბაზში მოხდა», – განაცხადა  ფრაქცია “ქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეცდომის კომენტირებისას, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, რადგან სპიკერის სავარძელი რუსმა დეპუტატმა დაიკავა. 

მდინარაძის განცხადებით, შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ოპოზიციას ეკისრება.  

«მათ გარეთ გამოსული ადამიანები, ახალგაზრდები უმეტესწილად, მათი ნაწილის ემოცია მართეს სამწუხაროდ ისე, საღამოს რა შედეგებიც მივიღეთმივიღეთ დაზიანებული ხალხი, რომლის ჯანმრთელობაზეც დღე და ღამე უნდა ვიზრუნოთ, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს , – აღნიშნა მდინარაძემ.

თუმცა, შს მინისტრის გადადგომის საკითხი თავად ქართული ოცნების შიგნით დებატების თემა გახდა.  

„იმ შედეგზე, რაც მივიღეთ, პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი“ – განაცხადა სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ბიძინა გეგიძემ.

გახარიას გადადგომისკენ მოუწოდეს ქართული ოცნების ყოფილმა წევრებმა გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ. 

„სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები – ეს არის რეალობა,”– განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღესვე პარლამენტმა 94 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტის ახალი თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. მან ამ პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების შედეგად თანამდებობა დატოვა.

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტს გარეთ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.


ასევე წაიკითხეთ