ტანმოვარჯიშეების კლიპი. რა განსხვავებაა" />

ოლიმპიადა დღეს და 60 წლის წინათ

ტანმოვარჯიშეების კლიპი. რა განსხვავებაა

ამ კლიპში MTVNews-მა პროფესიონალი ტანმოვარჯიშეების გამოსვლების თანამედროვე და საარქივო ჩანაწერები შეადარა. პირველი დასკვნა თავისთავად ჩნდება – შესრულებული ვარჯიშები შეუდარებლად გართულდა და სისწრაფეც გაიზარდა.

მაგრამ არსებობს სულ სხვა დასკვნაც, რომელიც კარგად ჩამოაყალიბეს ამ ვიდეოკლიპის ერთ-ერთ კომენტარში:

“ყურადღება მიაქციეთ აღჭურვილობის სხვაობას, რაც თანამედროვე ტანვარჯიშის მიღწევებს შესაძლებელს ხდის – ზამბარისებური იატაკები, რბილი შალითებით გაწყობილი და დრეკადი ძელები, ამორტიზირებადი საფარი…

ამჟამად არსებობს სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც ტრავმის მიღების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და ახალბედა სპორტსმენების სწავლებასა და უმაღლესი შედეგების მისაღწევად დაწყებულ ვარჯიშებს გაცილებით უფრო უსაფრთხოს ხდის.

ის ტანმოვარჯიშეები ხის კოჭებითა და მოჭიდავეებისათვის განკუთვნილ, ცხენის ძუით გატენილ ხალიჩებზე ვარჯიშობდნენლ; ხის მაგარ იატაკებსა და ისეთ ძელებზე მუშაობდნენ, რომლებიც ადვილად იზნიქებოდა.

ისინიც და თანამედროვე სპორტსმენებიც აღფრთოვანებას იმსახურებენ თავიანთი მიღწევებით. მაშინდელი ტანვარჯიში უფრო მარტივი კი არა, უბრალოდ სხვანაირი იყო.”

გამოქვეყნდა 18.08.2016


ასევე წაიკითხეთ