საგარეო საქმეთა მინისტრი კი აზერბაიჯანელ კოლეგასთან შესახვედრად ემზადება" />

იგეგმება სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა

საგარეო საქმეთა მინისტრი კი აზერბაიჯანელ კოლეგასთან შესახვედრად ემზადება

საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დააანონსა. 6 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან მალე შეხვედრის, რუსეთთან ურთიერთობებისა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ილაპარაკა.

სომხეთი აშშ-სგან დამატებით 40 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს

ფაშინიანისა და ტრამპის შეხვედრა სექტემბერში შედგება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა უახლოეს ხანში მოხდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

სექტემბრის ბოლოს სომხეთის პრემიერი აპირებს აშშ-ში გამგზავრებას, სადაც,  მნაცკანიანის თქმით, უკვე დაგეგმილია გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე მისი გამოსვლა. როგორც ჩანს, შეხვედრა სწორედ ამ ვადებში იგეგმება.

მინისტრის თქმით, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზება მისი უწყების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სომხეთ-ამერიკის დიალოგი ისედაც აქტიურია. და თუკი არსებობს საკითხები ან ინფორმაცია, რომელის მიტანაც ხელისუფლებას ამერიკელ კოლეგებამდე სურს, მათ შეფერხებები არ ექმნებათ:

 „ჩვენს შორის ურთიერთობისა და მსჯელობის დეფიციტი არ არსებობს“.

 „რუსეთსა და სომხეთს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს“

ზოგრაბ მნაცკანიანის თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის რაიმე უთანხმოება არ არსებობს, ურთერთობა მყარ საფუძველზე იგება.

 „არსებობს ზოგიერთი სამართლებრივი პროცესი. მაგრამ, სახელმწიფოთაშორის დონეზე, ჩვენ შეგვიძლია და ძალაც შეგვწევს ის დღის წესრიგი განვავითაროთ, რომელიც  მოკავშირული ურთიერთობების გაღრმავებისკენაა მიმართული. ამ კონტექსტში, სამართლებრივ პროცესებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობას შორის რაიმე ურთიერთკავშირი არ არის. და არც შეიძლება იყოს“.

ეს დიპლომატიური განცხადება კონკრეტულ მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ 17 აგვისტოს განაცხადა. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სომეხ კოლეგებს სომხეთის პარლამენტის ექს-დეპუტატის, სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მიგრან პოღოსიანის გადაცემაზე უარი განუცხადა.  ის სამსახურებრივი სახსრების მითვისებასა და გაფლანგვაში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში იყო ბრალდებული.

სხვათა შორის, ამ დღეებში რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ჯერჯერობით დამატებითი საბუთები და ცნობები მოითხოვა, და არა უარი განაცხადა.

თურქეთთან ურთიერთობის შესახებ: „კარგი სიახლეები არ არის“

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მეზობელი მხარე ურთიერთობების მოგვარების სურვილის არქონაში დაადანაშაულა.

 „გრძელდება სომხეთის ბლოკადა, ყარაბაღის კონფლიქტისადმი ხაზგასმით მიკერძოებული დამოკიდებულება.  ჩვენ მზად ვართ, წინაპირობების გარეშე დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად. მაგრამ ამისთვის ორივე მხარის სურვილია საჭირო. და ვერ ვიტყვი, რომ კარგი სიახლეები გვაქვს“.

სომხეთის  და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა

ყარაბაღის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა მორიგი შეხვედრის შესახებ

მნაცკანიანმა ყარაბაღის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით მალე აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა დააანონსა.

„შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ის მალე შედგება, მაგრამ არსებობს შეთანხმება, რომ თარიღი და შეხვედრის ადგილი ერთობლივად გამოცხადდეს, და მე ამ პრინციპების დაცვისკენ ვარ მიდრეკილი“, – თქვა სომეხმა მინისტრმა.

მისი თქმით, სომხურ მხარეს არაერთხელ უმტკიცებია მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა, და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრების რაოდენობა ამ საკითხის პრიორიტეტების შესახებ მეტყველებს.“


ასევე წაიკითხეთ