სკანდალური რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, იყოს შირმა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად" />

მოსაზრება: როგორ ემზადება რუსეთის პრეზიდენტი სამუდამო ვადისთვის

სკანდალური რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, იყოს შირმა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად

„უცხოელი აგენტის“ გაგება რუსულ კანონმდებლობაში სამი წლის წინ გაჩნდა. თავდაპირველად, ის მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხებოდა – მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ.

ამ განსაზღვრების პირველი მსხვერპლი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და „რადიო თავისუფლება“ გახდნენ. შემდეგ, უცხოელ აგენტად გამოაცხადეს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, რომელიც რუსული ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ შექმნა. 

2019 წლის ნოემბერში, ეს კანონპროექტი გაფართოვდა: ახლა შემოთავაზებულია, რომ უცხოელ აგენტად შეიძლება გამოცხადდეს (ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე) ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს ამ ორგანიზაციებთან ან საზღვარგარეთიდან იღებს ფულს (მაგალითად, მიიღო ჰონორარი ინტერვიუსთვის ან ბინა გააქირავა უცხოელზე).

ორგანიზაცია ან ადამიანი, რომელიც უცხოელ აგენტადაა გამოცხადებული, ვალდებულია, საკუთარი ნებისმიერი საჯარო განცხადება განსაკუთრებულად აღნიშნოს, აცნობოს ყველას: „მე (ჩვენ) ვმოქმედებ უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“. მათ, ვინც უარს იტყვიან ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ემუქრებათ ჯარიმა ხუთი ათასი დოლარის ოდენობით.

• დადასტურებულია: რუსი ჟურნალისტები ცენტრალურ აფრიკაში მათი გამოძიების გამო მოკლეს და არა ძარცვისას

• ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე

 სტალინი, პუტინი, პუშკინი – რუსების გმირები

კანონი პარლამენტმა უკვე მიიღო და პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. ყველა ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა მიმართა ვლადიმირ პუტინს თხოვნით, არ გააკეთოს ეს.

დაბოლოს, ის აუცილებლად წავა საზოგადოებისკენ. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

იმიტომ, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობის 20 წლის განმავლობაში, შემუშავდა და მიღებული გახდა განსაკუთრებული საინფორმაციო სტილი. 

თუკი გამოჩნდება აბსურდული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სიგიჟის ზღვარზეა, სანამ აღშფოთდებით და გააპროტესტებთ, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეხედოთ და დარწმუნდეთ, რომ ის არ არის შირმა რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

როგორც ჩანს, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ – სწორედ ეს შემთხვევაა. 

8 დეკემბერი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიაში. ამ დღეს, მან და ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უნდა გააკეთონ განცხადება ორი ქვეყნის ინტეგრაციის ახალი ეტაპის შესახებ – ერთიანი პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის შექმნაზე.

ეს მნიშვნელოვანია რუსეთისა და ბელარუსისთვის (ასევე, მათი მეზობლებისთვის) არა მხოლოდ ეკონომიკისა და პოლიტიკის თვალსაზრისით.

ეს მნიშვნელოვანია პირადად ვლადიმირ პუტინისთვის: ასეთი ხარისხის ინტეგრაცია (თუნდაც ეს მხოლოდ ფურცელზე ხდებოდეს) ნიშნავს ახალი სახელმწიფოს გაჩენას განსხვავებული კონსტიტუციით.

ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს მეთაური აირჩევა ნულიდან, წარსული ვადების გათვალისწინების გარეშე.

ვლადიმირ პუტინის საკონსტიტუციო უფლებამოსილება 2024 წელს იწურება და აი, ახლა მოიძებნა მისი ვადის გაგრძელების მეთოდი, პრაქტიკულად სიცოცხლის ბოლომდე – ბელარუსთან გაერთიანების გზით.

ასეთ საბედისწერო დღეებში, საზოგადოებასა და მედიაში სიჩუმე უნდა გამეფებულიყო. მაგრამ გაცილებით უკეთესია, თუკი ხმამაღლა განიხილება პარლამენტის რაღაც გიჟური ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი გონივრულად უარყოფს ყველას გასახარად.

ამიტომ, აბსურდულ და ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის „ხალხის მტრად“ გამოცხადების საშუალებას იძლევა, პრეზიდენტი პუტინი ხელს არ მოაწერს. ისე, უბრალოდ, ამჯერად არ მოაწერს.

REUTERS/Christian Hartmann


ასევე წაიკითხეთ